ილონ მასკის თქმით, არსებობს 70%-იანი შანსი, რომ მარსზე გადასახლდეს
ილონ მასკი მარსზე გადასახლებაზე ფიქრობს და თავის თავს ამ მისიის შესრულების 70%-იან შანსს აძლევს.
"მე მარსზე გადასახლებას ვაპირებ და ზუსტად ვიცი, ეს როგორ უნდა გავაკეთო", - აცხადებს მასკი.
მან ასევე თქვა, რომ მან უკან დაბრუნება შეიძლება ვერ შეძლოს. მარსზე გაფრენა რთულია, მასზე დაჯდომა კი კიდევ უფრო რთული. მარსის ზედაპირზე მოხვედრის შემდეგ კი მუდმივი მუშაობა იქნება საჭირო, რათა პლანეტის ზედაპირზე ბაზა აშენდეს.
მასკის თქმით, ტექნოლოგიის განვითარებამ მარსზე გაფრენა შეიძლება რეალური სულ რაღაც შვიდ წელიწადში გახადოს. ბილეთის ფასი კი რამდენიმე ასეული ათასი დოლარი იქნება.
"მარსზე მკაცრი პირობებია, იქ ჩვენ გართობის დრო არ გვექნება. არსებობს დიდი შანსი, რომ შეიძლება დავიღუპოთ", - აცხადებს მასკი.
მიუხედავად არსებული რისკებისა, მასკის თქმით, ის მსგავს შემოთავაზებას ყოყმანის გარეშე დათანხმდებოდა.
"მწვერვალების დაპყრობას ადამიანები მუდმივად ცდილობენ. ევერესტზე ადამიანები ყოველწლიურად იღუპებიან", - აცხადებს მასკი
მასკი მარსის კოლონიზაციის შესაძლებლობაზე ხშირად საუბრობს, მისი აზრით, აუცილებელია, რომ ადამიანებს სათადარიგო გეგმა გვქონდეს, რადგან დიდი შანსია, რომ მომავალში დედამიწაზე სიცოცხლე შეუძლებელი გახდეს.
ილონ მასკმა აღნიშნულ საკითხზე HBO-ს ახალ გადაცემაში, "Axios on HBO"-ში ისაუბრა.
უკვე ათწლეულზე მეტია, რაც SpaceX საჰაერო-კოსმოსური ტექნოლოგიების განვითარებას ცდილობს, მათ შექმნეს რაკეტა Falcon 1, მრავალჯერ გამოყენებადი Falcon 9, ადამიანებისა და ტვირტის გადასატანი კაფსულა Dragon და Falcon Heavy, რომელიც მძიმეწონიანი ტვირთებისთვის განკუთვნილი რაკეტაა.
გასულ კვირას, NASA-მ განაცხადა, რომ SpaceX-სა და Boeing-ის მათ მიერ დაკომპლექტებული უსაფრთხოების კომისია შეამოწმებს. ეს გადაწყვეტილება NASA-მ მას შემდეგ მიიღო, რაც ილონ მასკმა ჯო როგანთან სტუმრობისას პირდაპირ ეთერში მარიხუანა მოწია.
კომენტარები