რატომ არ უნდა დავაძალოთ პატარა გოგოებს ნათესავებთან ჩახუტება
ფოტო: Girl Scouts
გარდა იმისა, რომ ბავშვების უსაფრთხოებისთვის მათთან გულწრფელები უნდა იყოთ და სასარგებლო რჩევები უნდა მისცეთ, სჯობს, ჩვენს შვილებს, განსაკუთრებით კი გოგოებს ბავშვობიდან გადავცეთ უმნიშვნელოვანესი ცოდნა, რომელიც ზრდასრულ ასაკშიც გამოადგებათ.
სექსუალური შევიწროება და თანხმობის აუცილებლობა ჩვენი ეპოქის ერთ-ერთი მთავარი საკითხებია და რადგანაც დღესასწაულები და ახლობლების სტუმრობის სეზონი ახლოვდება, ამერიკული ორგანიზაცია სკაუტი გოგოები მშობლებს რეკომენდაციებს უზიარებს.
"ოჯახურ თავყრილობებზე ფიქრისას, ალბათ, პირველ რიგში გემრიელი საჭმელი, ტრადიციები, კურიოზები და უამრავი თბილი მომენტი გახსენდებათ, თუმცა ცოტას თუ ვფიქრობთ იმაზე, რომ სწორედ ამ დროს ვუქმნით პატარა გოგოებს თანხმობის შესახებ არასწორ წარმოდგენას.
გაიხსენეთ, რამდენჯერ გითქვამთ თქვენი შვილისთვის: "ნახე, რა გაჩუქა ბიძიამ - აბა მაგრად ჩაეხუტე", ან: "რამდენი ხანია დეიდა არ გინახავს, აკოცე". მშობლები ხშირად ღელავენ იმაზე, რომ ბავშვები დაძალების გარეშე სითბოს თვითონ არ გამოიჩენენ, თუმცა ამ გზით მოპოვებული კოცნები შეიძლება საზიანოც იყოს.
ასე შევხედოთ: გოგონასთვის იმის თქმა, რომ ჩახუტება მისი ვალია, თუ მას საჩუქარი აჩუქეს, იგივეა, რაც "თუ ვახშამზე დაგპატიჟეს, აუცილებელია, სახლშიც წაჰყვე".
როგორც ფსიქოლოგი ანდრეა ბასტიანი ამბობს, ადრეულ ასაკში გოგოებისთვის ფიზიკური საზღვრების სწავლება უმნიშვნელოვანესია, რადგან რასაც მათ ბავშვობიდან შევაჩვევთ, როგორც წესი, სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვებათ. გარდა ამისა, სამწუხაროდ, ზოგიერთი ზრდასრული ადამიანი ბავშვებზე ნადირობს და რაც უფრო ადრე ავუხსნით პატარებს თანხმობის მნიშვნელობას, მით უფრო გავუადვილებთ საგანგაშო სიტუაციების ამოცნობას.
ფსიქოლოგის აზრით, გოგოებს მშობლებმა ემოციებისა და პატივისცემის გამოხატვის ფორმების შერჩევაში თავისუფლება უნდა მისცენ, ოჯახის წევრებთანაც კი. "ეს მათ დაეხმარებათ, რომ ადამიანებთან ურთიერთობისას ფიზიკური საზღვრები თავად დააწესონ და საკუთარი თავის მიმართ პატივისცემის მოთხოვნა ისწავლონ".
მადლიერების გამოხატვა, ფიზიკური კონტაქტის გარდა, სხვა ფორმებითაც შეიძლება: გულწრფელი მადლობა ან იმის თქმა, როგორ მოგენატრა ადამიანი, ხშირად სავსებით საკმარისია. ზოგ შემთხვევაში ბავშვები თვითონ იჩენენ სითბოს გამოხატვის ინიციატივას და მათ არც ჩახუტება მოერიდებათ, თუ თავად იგრძნობენ ამის საჭიროებას.
მკითხველების ნაწილი ორგანიზაციის რჩევებს კრიტიკულად შეხვდა. მაგალითად, კომენტარებში ზოგიერთი მომხმარებელი წერდა, რომ ოჯახური ვალდებულებები ხანდახან არაკომფორტული რამეების კეთებასაც გულისხმობს:
"ვალდებული ხარ, ჩაეხუტო იმ ადამიანებს, რომლებმაც შენს მშობლებს სიცოცხლე აჩუქეს".
თუმცა სხვებმა საკუთარი გამოცდილებაც გაიხსენეს:
"მე ჩემი შვილები 20 წლის წინ ზუსტად ასე გავზარდე. რატომ? იმიტომ, რომ ბავშვობაში ოჯახის "მეგობრის" მხრიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ვიყავი. არ მინდოდა, რომ ჩემს შვილებს ვინმესთან ჩაეხუტების ან შეხების ვალდებულება ეგრძნოთ, თუ ეს თავად არ სურდათ", - დაწერა ერთმა მკითხველმა.
წლებია, რაც გოგო სკაუტების ორგანიზაცია გოგოების, ქალებისა და გენდერული იდენტობის შესახებ საკითხებს აშუქებს და ასეთ საკამათო თემებზე საზოგადოებას დისკუსიისაკენ მოუწოდებს.
მასალა მომზადებულია ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგის პროექტის ფარგლებში, რომელსაც GIPA ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: femicide.ge
-
თბილისში, ბინების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს თბილისში, ბინების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
პაატა იმნაძე: თუ მართლა შავი ჭირი იყო რუსეთში, მოუვლიან ადგილზე, ჩვენთვის არავითარი რისკი არაა პაატა იმნაძე: თუ მართლა შავი ჭირი იყო რუსეთში, მოუვლიან ადგილზე, ჩვენთვის არავითარი რისკი არაა
გადახედვა
-
კახა კალაძემ საცობების განმუხტვის მიზნით, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა დააანონსა კახა კალაძემ საცობების განმუხტვის მიზნით, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა დააანონსა
გადახედვა
-
"საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!" — ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე "საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!" — ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
-
სუს-მა ბირთვული მასალა "ურანისადმი" უკანონო მოპყრობის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა სუს-მა ბირთვული მასალა "ურანისადმი" უკანონო მოპყრობის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა
გადახედვა
-
ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ
გადახედვა
-
რუსთავში ახალი ციხე გაიხსნება რუსთავში ახალი ციხე გაიხსნება
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
კომენტარები