სტუდენტმა რამდენიმეათასიანი ბრეკეტები 3D პრინტერის გამოყენებით $60-ად დაბეჭდა
ნიუ-ჯერსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის ერთ-ერთმა სტუდენტმა საკუთარი თავისთვის 3D პრინტერის გამოყენებით ბრეკეტები დაამზადა, ეს ყველაფერი კი მას მხოლოდ 60 დოლარი დაუჯდა.
სტუდენტი ამოს დუდლი ბრეკეტებს სკოლაშიც ატარებდა, თუმცა მისი კეთების წესების დაუცველობის გამო, მისმა კბილებმა სწორი ფორმა დაკარგა, ხოლო ახალი ბრეკეტები რამდენიმე ათასი დოლარი, ან მეტიც ღირს, რისი გადახდის სურვილი და საშუალება სტუდენტს არ ჰქონდა.
სტუდენტი საკუთარ ბლოგზე ხსნის, რომ მას ახალი ბრეკეტებისთვის ფული არ ჰქონდა, თუმცა ხელი მიუწვდებოდა მის უნივერსიტეტში არსებულ მაღალი ხარისხის 3D პრინტერზე, ეს შესაძლებლობა კი მან ჭკვიანურად გამოიყენა.
ბრეკეტების დამზადების პროცესი მარტივი არ ყოფილა. მას ორთოდონტული მკურნალობის მეთოდების შესწავლა და ბრეკეტების თანმიმდევრული დიზაინის შექმნა მოუწია, რაც საკმაოდ შრომატევადი პროცესი იყო.
ეს არის ის გზა, რომელიც მან ბრეკეტების შესაქმნელად გაიარა:
დუდლიმ შეამჩნია, რომ ერთ-ერთი ცნობილი ბრენდის პლასტმასის გამჭვირვალე კაპები, რაც ბრეკეტების ერთ-ერთი ტიპია, 3D პრინტერის მეშვეობით იყო დაბეჭდილი, რის შემდეგაც მოუვიდა იდეა, რომ მსგავსი კაპები თავად დაებეჭდა.
პირველად, მან სპეციალური მარილის გამოყენებით თავისი კბილების ყალიბი შექმნა. "ასეთი ყალიბები ძალიან ზუსტია, მათ ზედაპირზე არსებული ძალიან პატარა დეტალების აღბეჭდვაც შეუძლიათ". - აცხადებს ის.
პროთეზის შესაქმნელად მან იოგურტის კონტეინერი და ყალიბის ჩამოსასხმელი მასალა გამოიყენა, გაშრობის შემდეგ კი მან პროთეზს ზედმეტობები სამართებლით მოაჭრა.
მისი კბილების გამრუდების დონე ახლა უკვე ცხადად ჩანდა.
დუდლიმ მისავე შექმნილ მოდელს ლაზერული სკანირება ჩაუტარა, რისი საშუალებითაც კაპების სამგანზომილებიანი კომპიუტერული მოდელი შექმნა.
ბრეკეტების დაბეჭდვის დროც დადგა.
"ეს ის ბრეკეტებია, რომლებიც თვეების განმავლობაში სწორი თანმიმდევრობით უნდა ვატარო, მათი მონიშვნა აუცილებელია, რადგან ისინი პრაქტიკულად იდენტურად გამოიყურება", - აცხადებს დუდლი.
როდესაც კაპების საბოლოო ვერსია გამზადდა, მან მათი გვერდები გაქლიბა, რათა კაპებს ღრძილები არ გაეღიზიანებინა.
იმუშავა თუ არა სტუდენტის მიერ შექმნილმა კაპებმა? სურათში ჩანს როგორი იყო მისი კბილები ბრეკეტებამდე.
ეს კი ის შედეგია, რომელსაც სტუდენტმა კაპების 4-თვიანი ტარების შემდეგ მიაღწია.
კაპების შექმნის პროცესზე დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად, შეგიძლიათ დუდლის ბლოგს ეწვიოთ.
კომენტარები