ჭადრაკი ნამდვილად სპორტია - მოჭადრაკეები სტრესის გამო ასეულობით კალორიას წვავენ
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ახლა უკვე შეგვიძლია გავზომოთ, რამდენ კალორიას წვავენ მოჭადრაკეები.
პროფესიონალური მოთამაშეების ნაწილმა გამოთქვა სურვილი, რომ თამაშისას მეცნიერებს მათი გულისცემის სიხშირე გაეზომათ, რითაც ცხადად ირკვევა, თუ რამდენად სტრესული შეიძლება იყოს თითოეული პარტია.
მოცემულ ტვიტში ნახსენებია, რომ მოჭადრაკე მიხეილ ანტიპოვმა ორსაათიანი თამაშისას 560 კალორია დაწვა, რაც შთამბეჭდავი მაჩვენებელია.
პასიურად ყოფნისას ჩვენ კალორიებს მუდმივად ვწვავთ, თუმცა 560 კალორიის დასაწვავად დაახლოებით ერთსაათიანი სეირნობაა საჭირო, თუმცა ვხედავთ, რომ იმავე შედეგს ანტიპოვმა ჭადრაკის ორსაათიანი პარტიით მიაღწია.
ჭადრაკის თამაშით გამოწვეული სტრესი გულისცემის სიხშირის გაზრდას იწვევს. მომატებული გულისცემა კი თავის მხრივ სუნთქვის სიხშირესაც ზრდის, რაც კალორიების წვას განაპირობებს.
კომენტარები