მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პრობიოტიკები შეიძლება ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს
პრობიოტიკები კუჭ-ნაწლავის პრობლემების სამკურნალოდ ექიმების მიერ საკმაოდ ხშირად ინიშნება. ახლახან ჩატარებული კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ის შესაძლოა ორგანიზმისთვის არც ისეთი სასარგებლო იყოს, როგორც ჩვენ გვგონია.
ადამიანის კუჭ-ნაწლავში უამრავი მიკროორგანიზმი ცხოვრობს და მათ ადამიანის მომნელებელი სისტემის გამართულად ფუნქციონირებაში უაღრესად დიდი წვლილი მიუძღვით.
ანტიბიოტიკების მიღების დროს კუჭ-ნაწლავის ბუნებრივი ფლორა ირღვევა, რაც ორგანიზმის გამართულ ფუნქციონირებას უშლის ხელს.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ პრობიოტიკების მიღების შემდეგ საჭმლის მომნელებელ სისტემაში ანტიბიოტიკების მიერ დაზიანებული ბუნებრივი ფლორის აღდგენა ორგანიზმისთვის ბევრად უფრო რთული იყო.
"საჭმლის მომნელებელ სისტემაში პრობიოტიკების გამრავლებამ კუჭ-ნაწლავის ბუნებრივი მიკროფლორის აღდგენის პროცესი სრულად დათრგუნა," - ამბობს კვლევის ავტორი ერან ელინავი.
მკვლევარებმა ისიც დაადგინეს, რომ პრობიოტიკების მიღება პაციენტებში კუჭ-ნაწლავის გენების ექსპრესიასაც ცვლიდა, რასაც ორგანიზმზე უარყოფითი გავლენა ჰქონდა.
კომენტარები