ამერიკელმა მუსიკოსმა კურტ ვაილმა წელს თავისი პირველი სიმღერა გამოუშვა, Loading Zones, და სახალისო ვიდეო-კლიპიც მოაყოლა, რომელშიც არც ისე კარგ მძღოლს განასახიერებს.

ვიდეო ფილადელფიაშია გადაღებული. მომღერალი ყოველდღიური საქმეების შესრულებისას თავის მანქანას იქ აპარკინგებს, სადაც გადასახადი არ უწევს და ორ პოლიციელსაც გადაიმტერებს, რომლებიც მის დაჯარიმებას ვერ ასწრებენ.

ეს პირველი სოლო სინგლია, რომელიც კურტ ვაილმა 2015 წლის შემდეგ გამოუშვა. მისი ბოლო სოლო ალბომის (B'lieve I'm Goin Down...) ყველაზე წარმატებული სიმღერა Pretty Pimpin' იყო, რომელმაც ბილბორდის Adult Alternative Songs-ის ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა.