106 წლის წინ ახალზელანდიურ გაზეთში ჩვენი პლანეტის მომავალზე საუბრობდნენ - წინასწარმეტყველებები კი არც ისე დამაიმედებელი იყო.

1912 წლის 14 აგვისტოს გაზეთ Rodney and Otamatea Times-ის "სამეცნიერო სიახლეების" რუბრიკაში დედამიწის ატმოსფეროსთვის მიძღვნილი სტატია დაიბეჭდა. ტექსტში დედამიწის ატმოსფეროს ცვლილებებზე იყო საუბარი და ამის მიზეზად ნავთობისა და მისგან წარმოებული საწვავის გაზრდილი გამოყენება სახელდებოდა.

გაზეთში ვკითხულობთ:

"ამჟამად მსოფლიოში ყოველწლიურად 2 000 000 000 ტონა ქვანახშირი იწვება. ამ ყველაფრის შედეგად წარმოქმნილი ნივთიერებებით დედამიწის ატმოსფეროში ყოველ წლიურად 7 000 000 000 ტონა ნახშირორჟანგი გამოიყოფა.

ეს კი ჩვენს ატმოსფეროში სათბურის ეფექტს იწვევს, რის შედეგადაც დედამიწაზე ტემპერატურის მომატება ხდება. რამდენიმე საუკუნეში ეს სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს."

ფოტო: Kevin Frayer/Getty Images

იდეა იმის შესახებ, რომ ქვანახშირისა და ნავთობის საწვავად გამოყენება დედამიწის ატმოსფეროზე ცუდ გავლენას ახდენს, ათწლეულების განმავლობაში იყო ცნობილი. უფრო მეტიც, New York Times-ზე დაყრდნობით ატმოსფეროზე ქვანახშირის გავლენის შესახებ ცნობები 1850 წლიდან არსებობს.

დღეისათვის დედამიწის ატმოსფერო უპრეცენდენტო რაოდენობის ნახშირორჟანგს შეიცავს. ჩვენი პლანეტის ატმოსფეროში ამ რაოდენობის ნახშირორჟანგი 800 000 წლის განმავლობაში არ ყოფილა.

ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობა საგანგაშოდ მაღალ ნიშნულზეა. დედამიწაზე მომატებული ტემპერატურა ხანძრების კერების გაჩენასა და ზღვის დონის მატებას იწვევს.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ქვანახშირის გამოყენება იკლებს, ჩვენ ატმოსფეროს სხვა უამრავი ეკოლოგიურად მავნე საწვავით მაინც ვაბინძურებთ. ქვანახშირის წარმოება კი განვითარებად ქვეყნებში დღითი დღე მატულობს.

როგორც ჩანს, ჩვენმა წინაპრებმა კარგად იცოდნენ, რომ დღეს გლობალურ დათბობაზე ამდენს ვისაუბრებდით.