ნინა სუბლატი

1 Jun. 2018, 13:03

მესმის "ნაცები არ მინდას" პათოსი, მაგრამ მაგის გამო დავივიწყოთ ეს ამბავი და ეს მასიური დაჩმორება, რასაც სისტემა გვიწყობს? ჩვენ, ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ პროტესტს სუფთა გულით ვუერთდებით, თუ იმდენად გავერთიანდებით რომ ერთი დიდი, სამშობლოზე და ხალხზე შეყვარებული გუნდი გამოვალთ, ნაცი და ქოცი კი არა, ვერავინ ვერ მოვა ჩვენი ნების გარეშე და ისეთი სისტემა გვექნება, რომელიც ჩვენ გვემსახურება და არა ჩვენ ხარჯზე იხარებს და თან გვამონებს.

ბოდიში, მაგრამ ამ ამბავში გმირი არავინ არაა; არასწორად აღზრდილი ბავშვები, კრიმინალური აზროვნება და გმირობა ერთმანეთში ვერ სინთეზირდება ბუნებრივად! აქ უბრალოდ დაწერილი სამართალის აღსრულებაზე, გოიმი იერარქიების გარღვევაზე, უბრალო ადამიანების სიცოცხლის თავისუფლებაზეა საუბარი. ეს ამბავი გვინდა არ გვინდა პოლიტიკა გამოდის, მაგრამ ყველა თუ შევეცდებით რომ ეს ნაც-ქოცი კი არა, ჩვენი, ხალხის პოლიტიკა იყოს, საზოგადოებაც აღარ გაიყოფა და ვისაც ყეფა უნდა, იყეფოს! ამას უნდა მივაღწიოთ ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა საზოგადოებამ და არა ესე კუდამოძუებულებივით "არააჰ, ნაცები არ მინდა ვერ წავალ" ვიკვნესოთ. ხელის მოთბობა ბევრს უნდა და ენდომება ფორევერ, მთავარია ჩვენ არ მივუშვათ ცეცხლთან.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით
  2. სექტემბერში მომზადებული 10 ქვიზი, რომლებიც შენს ინტუიციას გამოცდის
  3. ქვიზი: რამდენად ჯანსაღია შენი ყოველდღიური ჩვევები?
  4. კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
  5. ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო

5 ოქტომბერს ტოკიოში ძილის კონკურსი გაიმართა, რომლის გამარჯვებულმაც პრიზად ¥2,22 მილიონი ($14 000) მიიღო. ამოცანა…