ჩინეთს ზედმეტი ველოსიპედების პრობლემა აქვს
ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ჩინელების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოცნება ველოსიპედის ქონა იყო. ოცნების ასრულების შემდეგ კი სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, რადგან მილიარდიანი ქვეყანა, როგორც აღმოჩნდა, ამ რაოდენობის ველოსიპედს ინფრასტრუქტურულად მომზადებული ვერ დახვდა.
მაგალითად ყოველი წყალდიდობის დროს, გამომდინარე იქიდან, რომ ველოსიპედების გასაჩერებელი ადგილი არ არსებობს, უამრავი მათგანი ნადგურდება.
გარდა ამისა, ჩინელების უმრავლოესობა სულ უფრო და უფრო ხშირად ყიდულობს გადაადგილების ამ საშუალებას, რის შემდეგაც ძველები სპეციალურად მათთვის განკუთვნილ ნაგავსაყრელზე ინაცვლებენ.
მომრავლებული ველოსიპედების გამო, ბევრმა გადაწყვიტა ერთი და საზიარო ტრანსპორტი იყიდოს, გასაჩერებელი ადგილის არარსებობის გამო კი სულ უფრო და უფრო ხშირი გახდა დასაკეცი ველოსიპედების ყიდვა.
კომენტარები