ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ბოდორნა-ღრმაღელის გვირაბის რეაბილიტაცია აქუალიას საერთაშორისო სტანდარტების დაცვით განახორციელა
ფოტო: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა აქუალიას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, წარმატებით დაასრულა ბოდორნა-ღრმაღელის 40-კილომეტრიანი სტრატეგიული გვირაბის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნული პროექტი კრიტიკულად მნიშვნელოვანია დედაქალაქის 225 000 ოჯახის უწყვეტი და სტაბილური წყალმომარაგებისთვის.
ბოდორნა-ღრმაღელის გვირაბი წარმოადგენს თბილისის წყალმომარაგების სისტემის უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურას. სწორედ მისი მეშვეობით ივსება თბილისის წყალსაცავი, რაც ღრმაღელისა და სამგორის საფილტრე სადგურების გამართული მუშაობის აუცილებელი პირობაა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი საგურამოდან ზაჰესის დასახლებამდე არსებულ 8-კილომეტრიან მონაკვეთზე განხორციელდა. ეს სეგმენტი საკმაოდ რთული გეოლოგიური რელიეფით გამოირჩევა — ცალკეულ ადგილებში გვირაბი მიწის ზედაპირიდან 120 მეტრის სიღრმეში გადის, რაც პროექტის შესრულებისას დამატებით ტექნიკურ გამოწვევებს ქმნიდა.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში კომპანიამ 600 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა. სამუშაოების მასშტაბურობიდან გამომდინარე, რეაბილიტაციის პროცესი ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობდა, რაც პროცესის მაქსიმალურ ეფექტურობას უზრუნველყოფდა.პროექტი 6 მარტს დაიწყო და ზუსტად ერთ თვეში 6 აპრილს დასრულდა. სამუშაოების ასეთ მჭიდრო ვადებში შესრულება გადამწყვეტია მსგავსი ტიპის სტრატეგიული ობიექტებისთვის, რათა მინიმალურ დროში მოხდეს სისტემის სრული აღდგენა და გარანტირებული იყოს ქალაქის სტაბილური წყალმომარაგება.
”სარეაბილიტაციო პროცესს წინ უძღოდა 2025 წელს ჩატარებული კომპლექსური კვლევა, რომლის დროსაც გამოვლინდა დაზიანების კერები. სამომავლო ინციდენტებისა და არაგეგმიური დაზიანებების თავიდან ასაცილებლად კომპანიამ დაგეგმა და ჩაატარა პრევენციული სამუშაოები. კრიტიკული ინფრასტრუქტურის მონიტორინგი და დროული რეაბილიტაცია აუცილებელი პირობაა სისტემის მდგრადობისთვის. პროექტი აქუალიას საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით განხორციელდა, რაც გულისხმობს სამუშაოების მაღალ ხარისხსა და უსაფრთხოებას. ჩვენი გუნდის მიერ გაწეული ძალისხმევა მიმართულია თბილისის მოსახლეობისთვის სტაბილური და საიმედო მომსახურების უზრუნველსაყოფად.“ — გიგა ნადირაძე, ჯივიპის ტექნიკური დირექტორი.
აღნიშნული პროექტის დასრულება კიდევ ერთხელ ადასტურებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა და აქუალიას პასუხისმგებლობას — მართონ წყლის რესურსები ეფექტურად და უზრუნველყონ ქალაქის კრიტიკული ინფრასტრუქტურის მდგრადობა საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.
-
კაია კალასი: ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა, მაგრამ მათ ამას "ქართული ოცნება" სისტემატურად ართმევს კაია კალასი: ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა, მაგრამ მათ ამას "ქართული ოცნება" სისტემატურად ართმევს
გადახედვა
-
ხვალ, EU უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის ხვალ, EU უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის
გადახედვა
-
სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმიდან მოსამართლე მანანა კობახიძის თვითგანრიდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმიდან მოსამართლე მანანა კობახიძის თვითგანრიდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
გადახედვა
-
როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს
-
ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა
გადახედვა
-
BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა
გადახედვა
-
უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შემდეგ, Yandex-ს შესაძლოა აღჭურვილობის შესაცვლელად ექვსი თვე დასჭირდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შემდეგ, Yandex-ს შესაძლოა აღჭურვილობის შესაცვლელად ექვსი თვე დასჭირდეს
გადახედვა
-
მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია
-
როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე
გადახედვა
-
"მცხეთობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება "მცხეთობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
გადახედვა
-
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა
გადახედვა
-
გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი
გადახედვა
-
თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის
გადახედვა
-
POG: რუსთავის N6-ე ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა POG: რუსთავის N6-ე ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია 10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია
გადახედვა
-
რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა? რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა?
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
-
ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
გადახედვა
-
სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს
გადახედვა
-
Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector
გადახედვა
კომენტარები