ცნობილია შვიდი სამეფოს რაინდის მე-2 სეზონის მსახიობები
შვიდი სამეფოს რაინდი მეორე სეზონის სამსახიობო შემადგენლობას აფართოებს. Variety-ის ცნობით, ლუსი ბოინტონი (ბოჰემური რაფსოდია), ბაბუ სისი (უცხო: დედამიწა) და პიტერ მალანი (ოზარკი) სატახტოთა თამაშის პრიქველის მომავალ სეზონს შეუერთდნენ.
ლუსი ბოინტონი
პიტერ მალანი
ბაბუ სისი
შვიდი სამეფოს რაინდის მეორე სეზონი ჯერ კიდევ 2025 წლის ნოემბერში, სერიალის პრემიერამდე დამტკიცდა. მეორე სეზონი მიჰყვება დანკისა და ეგის მეორე წიგნის, შეფიცული რაინდის (The Sworn Sword) სიუჟეტს. ბოინტონი ლედი როანს განასახიერებს, სისი ითამაშებს სერ ბენისის როლს, ხოლო მალანი, სერ იუსტას ოსგრეის. მეორე სეზონში მოქმედება ეშფორდის ტურნირიდან დაახლოებით წელიწადნახევრის შემდეგ ხდება. ვესტეროსში საშინელი გვალვაა, რაც სოციალურ და პოლიტიკურ დაძაბულობას კიდევ უფრო ამწვავებს.
დანკი და ეგი ამჯერად მოხუცი რაინდის, სერ იუსტას ოსგრეის სამსახურში ჩადგებიან. მათ მოუწევთ ჩაებან სახიფათო კონფლიქტში "ცივ ქვრივთან", ლედი როან ვებერთან. დავა, რომელიც ერთი შეხედვით წყლის რესურსებს ეხება, რეალურად ბევრად ღრმაა და "შავი ცეცხლის" (Blackfyre) აჯანყებისდროინდელ ძველ ჭრილობებს უკავშირდება.
დექსტერ სოლ ენსელი (მარცხნივ) ეგის როლში და პიტერ კლაფი დანკის როლში სერიალში შვიდი სამეფოს რაინდი
ფოტო: სტეფან ჰილი / HBO
სერიალს გამოსვლისთანავე კრიტიკოსების დიდი მოწონება შეხვდა, პირველ სეზონს Rotten Tomatoes-ზე კრიტიკოსთა 94%-იანი დადებითი შეფასება აქვს. კლაფერმაც და ანსელმაც თავიანთი შესრულებისთვის ქება დაიმსახურეს, სატახტოთა თამაშის ფანები დადებითად შეხვდნენ შოუს უფრო მცირე მასშტაბის, პიროვნულ სიუჟეტურ ხაზებს. მარტინმა სერიალი ირა პარკერთან ერთად შექმნა და ორივე მათგანი აღმასრულებელი პროდიუსერია. პარკერი, ამავდროულად, შოურანერიც გახლავთ.
მეორე სეზონის პრემიერა HBO-სა და სხვადასხვა წყაროების მიხედვით, 2027 წელს არის მოსალოდნელი.
ასევე ნახეთ:
- შვიდი სამეფოს რაინდი — წლის ერთ-ერთი საუკეთესო სერიალი
- შვიდი სამეფოს რაინდი — სატახტოთა თამაში, ოღონდ უფრო სახალისო
- გამოკითხვა: რომელია შვიდი სამეფოს რაინდის საუკეთესო პერსონაჟი?
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
-
საქართველოს განადგურების მოწოდებისა და ქართველების შეურაცხყოფისთვის რუსეთში მოქალაქე 10 000 რუბლით დააჯარიმეს საქართველოს განადგურების მოწოდებისა და ქართველების შეურაცხყოფისთვის რუსეთში მოქალაქე 10 000 რუბლით დააჯარიმეს
გადახედვა
-
ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა
გადახედვა
-
BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა
გადახედვა
-
უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შემდეგ, Yandex-ს შესაძლოა აღჭურვილობის შესაცვლელად ექვსი თვე დასჭირდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შემდეგ, Yandex-ს შესაძლოა აღჭურვილობის შესაცვლელად ექვსი თვე დასჭირდეს
გადახედვა
-
მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია
-
როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე
გადახედვა
-
"მცხეთობა-სვეტიცხოვლობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება "მცხეთობა-სვეტიცხოვლობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა
გადახედვა
-
გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი
გადახედვა
-
Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია
გადახედვა
-
თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის
გადახედვა
-
POG: რუსთავის N6ე -ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა POG: რუსთავის N6ე -ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია 10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია
გადახედვა
-
რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა? რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა?
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
გადახედვა
-
სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს
გადახედვა
-
Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector
გადახედვა
-
რომის პაპი ლეო აცხადებს, რომ ფილტვზე მცირე წარმონაქმნის გამო ოპერაციას გაიკეთებს რომის პაპი ლეო აცხადებს, რომ ფილტვზე მცირე წარმონაქმნის გამო ოპერაციას გაიკეთებს
გადახედვა
-
კობახიძე იმედოვნებს, რომ რუსეთი ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს გადაწყვეტილებას შეცვლის კობახიძე იმედოვნებს, რომ რუსეთი ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს გადაწყვეტილებას შეცვლის
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, მას კორუფციისკენ უბიძგებ ირაკლი კობახიძე: 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, მას კორუფციისკენ უბიძგებ
გადახედვა
კომენტარები