შვიდი სამეფოს რაინდი — სატახტოთა თამაში, ოღონდ უფრო სახალისო
HBO-ის ახალი სერიალი ვესტეროსის ახალ ხედვას გვთავაზობს, თუმცა კვლავაც ჯორჯ რ. რ. მარტინის ტრადიციაში რჩება.
ფოტო: სტეფან ჰილი / HBO
მიმოხილვა შეიცავს მსუბუქ სპოილერებს HBO-ს ახალი სერიალიდან შვიდი სამეფოს რაინდი.
სატახტოთა თამაშის სატელევიზიო ფრენჩაიზის მესამე ნაწილში, შვიდი სამეფოს რაინდის საწყის სცენებში, თავმდაბალი მოხეტიალე რაინდი, სერ დანკან მაღალი, აცხადებს, რომ შუბებით ბრძოლაში მონაწილეობას აპირებს. ახლახან გარდაცვლილი მენტორის, სერ დანკანის მახვილს ხელში იჭერს და ჩაფიქრებული გასცქერის ჰორიზონტს, მაშინ როცა ფონზე სატახტოთა თამაშის ნაცნობი საუნდტრეკი იწყება. მომენტი შთამაგონებელია… სანამ სცენა მოულოდნელად არ გაიჭრება და არ ვხედავთ სერ დანკანს, იგივე დანკს, ხის უკან, ფაღარათის ძლიერი შეტევის დროს. დიახ, მაყურებელს ფართო, უხეში კადრითაც კი "გვიმასპინძლდებიან". იმიტომ, რომ ეს ტელევიზია კი არა, HBO-ა.
ეს სცენა დაუყოვნებლივ და, უნდა ითქვას, საკმაოდ უხეშად მიგვანიშნებს, რომ სატახტოთა თამაშის ეს პრიქველი, რომელიც ჯორჯ რ. რ. მარტინის "დანკისა და ეგის" რომანებზეა დაფუძნებული, მკვეთრად განსხვავდება თავისი სატელევიზიო წინამორბედებისგან. მოქმედება ვითარდება დრაკონის სახლის მოვლენებიდან დაახლოებით 70 წლის შემდეგ და სატახტოთა თამაშის საგიდან თითქმის ერთი საუკუნით ადრე. შვიდი სამეფოს რაინდი უფრო კომედიასთან არის ახლოს, ვიდრე პრესტიჟულ ფენტეზი-დრამასთან, და მუდმივად ცდილობს ნებისმიერი ზედმეტი სერიოზულობის ჩახშობას. როგორც კი ხუმრობის შანსი ჩნდება, თუნდაც უხეში ხუმრობის, სერიალი მას აუცილებლად იყენებს.
თავისი მასშტაბური "და-ძმებისგან" განსხვავებით და რომანის უფრო ვიწრო ფორმატის შესაბამისად, შვიდი სამეფოს რაინდი, რომელიც ეკრანისთვის მარტინმა და დრაკონის სახლის სცენარისტმა და აღმასრულებელმა პროდიუსერმა აირა პარკერმა დაწერეს, მასშტაბით შეგნებულად მოკრძალებულია. პირველი სეზონის ექვსივე ეპიზოდი (მეორე სეზონი უკვე დადასტურებულია) ერთ საათზე ნაკლები ხანგრძლივობისაა. უმეტესობა დაახლოებით 30 წუთში ეტევა, ყველაზე გრძელი კი სულ რაღაც 40 წუთს ოდნავ აჭარბებს. სერიალი არა მხოლოდ ხანგრძლივობითაა შეკუმშული, არამედ თხრობის მხრივაც: ის ერთ მთავარ ურთიერთობაზეა ფოკუსირებული, დანკსა (პიტერ კლაფი) და მის ახალგაზრდა საჭურველმტვირთველ ეგს (დექსტერ სოლ ენსელი) შორის, რაც ნარატივის ღერძს წარმოადგენს და დანარჩენ ელემენტებს სიცოცხლეს უნარჩუნებს.
კლაფი მომხიბვლელია დანკის როლში.
ფოტო: სტეფან ჰილი / HBO
"მოხეტიალე რაინდში" — პირველ ეპიზოდსა და იმავე სახელწოდების პირველ ნოველაში, რომელიც ამ სეზონის საფუძველია, დანკი ზემოხსენებული ტურნირისკენ მიემართება, როცა პირველად ხვდება ეგს, გამხდარ, მელოტ ობოლ ბიჭს. ეგი დანკს სთხოვს, რომ საჭურველმტვირთველად აიყვანოს და უარის მიღებას არ აპირებს. მალევე ისინი მოგზაურ თანამგზავრებად იქცევიან: ხანდახან ერთმანეთს ეჩხუბებიან, მაგრამ საბოლოოდ ერთიანდებიან, როცა შთამბეჭდავი, თუმცა მოხერხებული ეგი ცდილობს დაამტკიცოს, რომ თავისი უფროსის ნდობის ღირსია, უფროსის, რომელსაც უნებლიედ ფიზიკური კომედიის ელემენტების შექმნა ახასიათებს. (დანკს ჩვევა აქვს კარს მიარტყას თავი ან მუდმივად არასწორი მიმართულებით დაიწყოს სიარული და მოგვიანებით გამოასწოროს).
კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ეს ორი პერსონაჟი მიმზიდველად და თანაგრძნობის მომგვრელად აღიქმებოდეს, და ასე ნამდვილად ხდება, დიდწილად იმ მსახიობების დამსახურებით, რომლებიც მათ თამაშობენ. კლაფი, ყოფილი ირლანდიელი პროფესიონალი მორაგბე, რომელიც მსახიობად იქცა, დანკს მომხიბვლელ და კეთილგანწყობილ გულუბრყვილობას სძენს. ფიზიკურად დანკი აგურის ადამიანურ კედელს ჰგავს, თუმცა კლაფი გვაგრძნობინებს, რომ ამ მასიურობის მიღმა სინაზე იმალება. სოლ ენსელი, რომელსაც მცირე როლები ჰქონდა შიმშილის თამაშებში, დაუცველობისა და ჯერ კიდევ ჩამოყალიბებადი ჰიპერმასკულინობის ნაზავია; მისი გაფართოებული თვალები ასახავს იმ გაოცებასა და შიშს, რასაც ის სასტიკ სამყაროში თანდათან აღმოაჩენს. როცა კლაფი და სოლ ენსელი კადრში ერთად არიან, ეს გოლიათი კაცი და მარილის პაწაწინა მარცვლის მსგავსი ბიჭი თავსატეხის კომიკურად არაპროპორციულ ნაწილებად გამოიყურებიან, რომლებიც მაინც უცნაურად იდეალურად ეწყობა ერთმანეთს.
დანიელ ინგსი (მარცხნივ) და პიტერ კლაფი, რომელიც ყოფილი მორაგბეა.
ეს სერიალი რაც არ უნდა მოულოდნელი და მკვეთრი ცვლილება იყოს, შვიდი სამეფოს რაინდი ბევრ რამეში მაინც ჰგავს თავის სატელევიზიო წინამორბედებს. მოქმედება ვესტეროსში ვითარდება და გვიჩვენებს ღალატსა და დინამიკას იმ საკვანძო ოჯახებს შორის, რომლებიც ან უკვე ფლობენ რკინის ტახტს, ან მისკენ ისწრაფვიან. სერიალში უამრავი პერსონაჟია, რომელთა სახელებში კანონით დაშვებულზე მეტი ხმოვანი გვხვდება. (აერიონ ტარგარიენი? დაერიონ ტარგარიენი? სერიოზულად?) შვიდი სამეფოს რაინდი ასევე სავსეა პერიოდული, ძალადობრივი მოქმედების სცენებით, რაც სატახტოთა თამაშის ნებისმიერი სერიის განუყოფელი ნაწილია და განსაკუთრებით მგრძნობიარე მაყურებელს თვალების დახუჭვას აიძულებს. ბოლოსწინა ეპიზოდი ისეთივე ინტენსიურ ბრძოლაზეა აგებული, როგორსაც ორიგინალ სერიალში ვხედავდით, თუმცა აქ ეს ინტენსივობა მაყურებლის სცენის შიგნით შეყვანით მიიღწევა და არა მასშტაბის ჩვენებით. ზოგჯერ ამ ქაოსს რაინდის ჩაფხუტის შიგნიდან ვუყურებთ, ხედვა შეგნებულად შეზღუდულია. თუ ეფექტისთვის GOT დიდ მასშტაბზე გადიოდა, შვიდი სამეფოს რაინდი ისეთივე ძალით, მაგრამ მცირე დეტალებზე კონცენტრირებით მოქმედებს.
მაყურებლისთვის განსაკუთრებით რეზონანსული შეიძლება იყოს სერიალის აქცენტი ვესტეროსის საზოგადოებაში არსებულ უთანასწორობაზე, სისტემაზე, რომელიც პრივილეგიასა და სიმდიდრეს აჯილდოებს, მაშინ როცა თითქოს კეთილსინდისიერებას უნდა ანიჭებდეს უპირატესობას. საკუთარი დამსახურებისა და შესაძლოა საფრთხის ფასად, დანკს მტკიცედ სჯერა, რომ რაინდის მოვალეობაა, გარემოებების მიუხედავად, დაიცვას ყველა, ვისაც უსამართლოდ ეპყრობიან. მიუხედავად იმისა, რომ თანდათან უფრო ნათელი ხდება, თითქოს დანკი ყოველთვის ყველაზე სანდო მთხრობელი არ უნდა იყოს, მის წესიერებაში ეჭვი არ გვეპარება. ის სამართლიანობის მხარეს დგას, თუმცა შვიდი სამეფოს რაინდი გვანიშნებს, რომ ეს პოზიცია მას გმირად არ აქცევს. ის უბრალოდ კაცად რჩება, კაცად, რომელიც დანარჩენებივით იმავე ბიოლოგიურ პროცესებს გადის, მაგრამ საკუთარ თავს უფრო მაღალი დანიშნულების ღირსად მიიჩნევს.
შვიდი სამეფოს რაინდის პრემიერა 18 იანვარს HBO-ზე შედგება, ხოლო ახალი ეპიზოდები ყოველკვირეულად გამოვა.
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
-
ფუტკრებს ყვავილების სუნის აღქმა უჭირთ — ეს ჰაერის დაბინძურებას უკავშირდება ფუტკრებს ყვავილების სუნის აღქმა უჭირთ — ეს ჰაერის დაბინძურებას უკავშირდება
გადახედვა
-
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის — ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის — ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
სახდეპის ანგარიში: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ზომებით საქართველო I კალათაშია, თუმცა შემცირებულიამსხვერპლთა გამოვლენა და სს-ის დევნა სახდეპის ანგარიში: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ზომებით საქართველო I კალათაშია, თუმცა შემცირებულიამსხვერპლთა გამოვლენა და სს-ის დევნა
გადახედვა
-
მიგრაციის სამსახურმა 64 არალეგალი უცხოელი დააკავა — "მიმდინარეობს ქვეყნიდან გაძევების პროცედურები" მიგრაციის სამსახურმა 64 არალეგალი უცხოელი დააკავა — "მიმდინარეობს ქვეყნიდან გაძევების პროცედურები"
გადახედვა
-
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
-
ბებიას, რომელსაც მარნეულში შვილიშვილის იძულებით გათხოვება ბრალდება, 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება ბებიას, რომელსაც მარნეულში შვილიშვილის იძულებით გათხოვება ბრალდება, 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია
გადახედვა
-
უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული
გადახედვა
-
ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა
გადახედვა
-
დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს
გადახედვა
-
ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს
გადახედვა
-
რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება
-
მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ
გადახედვა
-
"პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო "პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო
გადახედვა
-
ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა
გადახედვა
-
წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული, წითელი ცირკულარით ძებნილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს თბილისში ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული, წითელი ცირკულარით ძებნილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია
-
როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე
გადახედვა
-
ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს
გადახედვა
კომენტარები