Cayenne Electric-ის მსოფლიო პრემიერა — პორშემ ყველა დროის ყველაზე მძლავრი სერიული ავტომობილი წარადგენა
ფოტო: თეგეტა
- საწყის ეტაპზე ხელმისაწვდომია ორი ვერსია: Cayenne Electric და Cayenne Turbo Electric
- ტექნიკური მონაცემები: სიმძლავრე 1156 ცხენის ძალა, აჩქარება 100 კმ/სთ-მდე 2,5 წამში და მაქსიმალური სიჩქარე 260 კმ/სთ;
- დამუხტვა: სიმძლავრე 400 კვტ-მდე, 10%-დან 80%-მდე დამუხტვის დრო 16 წუთი;
- სასვლო მარაგი: 642 კილომეტრის რესურსი;
- კიდევ უფრო განვითარებული Porsche Driver Experience: Flow Display-თა და ახალი ციფრული Porsche Digital Interaction-ით
- დიდი არჩევანი: კაიენი ხელმისაწვდომი რჩება შიგაწვისა და ჰიბრიდული ძრავებითაც.
Porsche-ს SUV სეგმენტში, სადაც Cayenne უკვე ისტორიული წარმატების სიმბოლოა, სრულიად ახალი, ელექტრული ერა იწყება. ბრენდი ელექტრომობილების განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა და მეორე სრულად ელექტრო SUV Cayenne Electric წარადგინა, რომელიც Porsche-ს პერფორმანსს თანამედროვე ტექნოლოგიებთან აერთიანებს.
საწყის ეტაპზე ორი მოდელი იქნება ხელმისაწვდომი: Cayenne Electric და Cayenne Turbo Electric, რომლებიც CO₂-ემისიას ნულოვან დონეზე ინარჩუნებს და WLTP-ის მიხედვით, ერთი დამუხტვით 623-642 კმ-მდე დაფარვას უზრუნველყოფს. ამასთანავე, Turbo ვერსია Porsche-ს ყველა დროის ყველაზე მძლავრი სერიული ავტომობილია: Launch Control-ის გამოყენებით ის 1 156 ცხენის ძალას ავითარებს და 100 კმ/სთ-მდე 2,5 წამში აჩქარდება, რაც SUV კლასში ახალი სტანდარტია, ხოლო „კაიენის“ საწყისი მოდელი Launch Control-ით 442 ცხენის ძალამდე ავითარებს და ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე 4,8 წამში ჩქარდება, მაქსიმალური სიჩქარე 230 კმ/სთ.
ელექტროკაიენი ენერგიის უკუგებაში, ანუ რეკუპერაციის თვალსაზრისითაც ტოპ-მონაცემებს გთავაზობთ: 600-კილოვატიანი რეკუპერაცია Formula E-ს ავტომობილების შესაძლებლობებს უტოლდება.
ფოტო: თეგეტა
ოლივერ ბლუმე, Porsche AG-ის გენერალური დირექტორი: “Cayenne Electric პერფორმანსის ახალ განზომილებას ქმნის და SUV-სეგმენტში ისეთ სტანდარტს აწესებს, რომელიც მომავლის ტექნოლოგიების საზღვრებს მნიშვნელოვნად განავრცობს. სპორტული მემკვიდრეობა და ელექტრული დინამიკა ბუნებრივად ერწყმის ერთმანეთს და ქმნის ავტომობილს, რომელიც ერთდროულად სპორტულიცაა და ყოველდღიური მოხმარებისთვისაც სრულყოფილი“.
მაღალ პერფორმანსს ელექტროძრავის სრულიად ახალი არქიტექტურა უზრუნველყოფს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დამუხტვის სისტემასაც: 113-კილოვატსაათიანი ბატარეა და 800-ვოლტიანი არქიტექტურა საშუალებას აძლევს ავტომობილს, 390-400 კვ სიმძლავრით დაიტენოს. ამ ტექნოლოგიით ბატარეა 10%-დან 80%-მდე 16 წუთზე ნაკლებში იმუხტება, ხოლო 300 კმ-ის გასავლელად საკმარისი ენერგია მძღოლს დაახლოებით 10 წუთში შეუძლია მიიღოს.
ფოტო: თეგეტა
დიზაინის მიმართულებით Cayenne Electric ინარჩუნებს Porsche-სთვის დამახასიათებელ პროპორციებს და არა მხოლოდ ვიზუალურ დინამიკას უზრუნველყოფს, არამედ ენერგოეფექტურობასაც ზრდის.
ინტერიერი ახალი თაობის ციფრული გამოცდილებით გამოირჩევა. Porsche Driver Experience-ის განახლებული კონცეფცია Flow Display-ის დიდ OLED-პანელს აერთიანებს, რომელსაც სრულად ციფრული ხელსაწყოთა პანელი და მგზავრისთვის განკუთვნილი 14,9-დუიმიანი მონიტორი ახლავს. პირველად Cayenne-ში ინტეგრირებულია AR-Head-Up Display-იც - სისტემა, რომელიც რეალურ და ციფრულ შრეებს ერთმანეთს აკავშირებს.
ფოტო: თეგეტა
ქართველ მომხმარებელს Cayenne Electric-ის შეძენა პორშე ცენტრი თბილისში შეუძლია. წინასწარი შეკვეთები უკვე დაწყებულია.
Porsche-ს საქართველოში ოფიციალურად თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია პორშე ცენტრი თბილისი
წარმოადგენს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს.
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
კომენტარები