დიდი გამოწვევაა იყო ქალი მევენახე-მეღვინე, ამით გარკვეულწილად სტერეოტიპების დამსხვრევასაც ვცდილობ – ლალი მწყერაშვილი
ფოტო: აგროსფერო
ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორი კომპანია აგროსფერო ახალგაზრდების ხელშემწყობ პროგრამებს რამდენიმე წელია აქტიურად ახორციელებს, მათ შორის, სასტიპენდიო და პრაქტიკა-სტაჟირებისას. ამ ინიციატივის ფარგლებში, კომპანია 2022 წლიდან აგრარული უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტს ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურ სტიპენდიას გადასცემს და საშუალებას აძლევს გაიარონ სტაჟირება აგროსფეროს ბაზებზე. პროგრამების მიზანია აგრომეურნეობის პოპულარიზაცია, დარგით მეტი ახალგაზრდის დაინტერესება და კვალიფიციური კადრების მომზადება.
აგროსფერომ წელს სტიპენდია აგრარული უნივერსიტეტის მაღალი მოსწრების 6 სტუდენტს დაუნიშნა. შერჩეულ სტუდენტთა შორისაა მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის მე-4 კურსის სტუდენტი ლალი მწყერაშვილი.
ლალი, როგორ გაიგეთ აგროსფეროს სტიპენდიის შესახებ?
აგროსფეროს სტიპენდიის შესახებ პირველივე კურსზე გავიგე სოციალური ქსელებიდან. ვიცოდი, რომ მისი მიღების ერთ-ერთი პირობა მაღალი GPA იყო, ამიტომ მას შემდეგ ვცდილობ აკადემიური მოსწრების მაღალ დონეზე შენარჩუნებას. ვფიქრობ, ამან გაამართლა, რადგან პირველივე მცდელობაზე შევძელი სტიპენდიის მოპოვება.
რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ აგროსფეროს სტიპენდია და, ზოგადად, მსგავსი ხელშემწყობი პროგრამები სტუდენტებისთვის?
პირადი გამოცდილებით გეუბნებით, რომ მსგავსი პროგრამები და კონკრეტულად აგროსფეროს სტიპენდია სტუდენტისთვის უდიდესი სტიმულია. როდესაც მაქსიმალურად ცდილობ, შრომობ, სწავლობ, საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიისკენ ისწრაფი და ეს გიფასდება, სტუდენტისთვის დიდი ნუგეშია. ძალიან მნიშვნელოვანია იმის დანახვა, რომ შენმა შრომამ გარკვეულწილად შედეგი გამოიღო და ვიღაცის რჩეული, ვიღაცის სტიპენდიატი გახდი.
როდის დაინტერესდით სოფლის მეურნეობის დარგით და რატომ აირჩიეთ მევენახეობა-მეღვინეობა?
ბავშვობიდანვე ყოველთვის მიზიდავდა ბუნებასთან სიახლოვე და ფიზიკური, პრაქტიკული საქმიანობა. ამიტომ არავისთვის იყო გასაკვირი, რომ საბოლოოდ სოფლის მეურნეობის სფეროში აღმოვჩნდი. ეს დარგი ზუსტად შეესაბამება ჩემს ხასიათსა და ინტერესებს.
მევენახეობა-მეღვინეობა კი განსაკუთრებით ახლოსაა ჩემთან, რადგან იმ ქვეყნის შვილი ვარ, რომელიც მსოფლიომ ღვინის სამშობლოდ აღიარა. ქართველებისთვის ღვინო და ვაზი იდენტობისა და კულტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ამასთან ერთად, დიდი გამოწვევაა იყო ქალი მევენახე-მეღვინე, ამით გარკვეულწილად სტერეოტიპების დამსხვრევასაც ვცდილობ. რთულია, მაგრამ სწორედ ეს მაძლევს უდიდეს სტიმულს და ძალას, რომ ჩემი შრომითა და მონდომებით დავიმკვიდრო თავი ამ სფეროში.
როგორ ხედავთ თქვენი პროფესიული გზის განვითარებას? ზოგადად, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
ახლო მომავალში მსურს მაქსიმალურად მეტი ცოდნა და გამოცდილება შევიძინო, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. შემდეგ ჩემს მომავალს მცირე საოჯახო მეღვინეობაში ვხედავ, საიდანაც ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ განვვითარდები, გავიზრდები და შევაბიჯებ დიდ მეღვინეობაში. ამასთან ერთად, მსურს საკუთარი მოღვაწეობით მაქსიმალურად გავუწიო პოპულარიზაცია ქართულ მევენახეობა-მეღვინეობას საქართველოსა და მთელ მსოფლიოში.
რას მიიჩნევთ სოფლის მეურნეობის დარგის მთავარ გამოწვევად დღეს საქართველოში?
საქართველოში უდიდესი პრობლემაა ის, რომ ძველ წეს-ჩვეულებებზე გაზრდილ გლეხებს, კონკრეტულად კი, მევენახეებსა თუ მეღვინეებს უჭირთ სიახლეებთან შეგუება და მათი დანერგვა ყოველდღიურობაში. ამიტომაც არის, რომ ქართული მევენახეობა-მეღვინეობა იმ ტემპით ვერ ვითარდება, როგორც საჭიროა. აღსანიშნავია, რომ ფერმერთა გარკვეული ნაწილი ამ სიახლეებს არც ან ვერც ეცნობა. ამიტომ, ვფიქრობ, მდგრადი სოფლის მეურნეობის გასავითარებლად მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, სწორედ ამ კატეგორიის ფერმებს გავაცნოთ ინოვაციური ტექნოლოგიები და მათ დანერგვაში დავეხმაროთ.
-
რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე? რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე?
გადახედვა
-
უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს
გადახედვა
-
რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება
გადახედვა
-
უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ" ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ"
გადახედვა
-
გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ" გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ"
გადახედვა
-
"დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს" დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს"
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
კომენტარები