ყველაფერი, რაც ხარისხის ინფრასტრუქტურისა და არასასურსათო პროდუქტების უსაფრთხოების შესახებ უნდა იცოდეთ: კონკრეტული მაგალითები
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
რა არის ხარისხის ინფრასტრუქტურა
ხარისხის ინფრასტრუქტურა (Quality Infrastructure) გულისხმობს ინსტიტუციების, პროცედურების, სტანდარტებისა და ორგანიზაციათა ერთობლიობას, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქტის, სერვისის, პროცესისა და სისტემის შესაბამისობას ხარისხის, უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და ეფექტიანობის მოთხოვნებთან.
ხარისხის ინფრასტრუქტურის როლი ჩვენს ყოველდღიურობაში
ხარისხის ინფრასტრუქტურა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, თუმცა ხშირად ის შეუმჩნეველი რჩება ხოლმე. ხარისხის ინფრასტრუქტურა, მათ შორის, გულისხმობს, რომ ნებისმიერ საწარმოში დაცულია წარმოების პროცესთან და პროდუქტთან დაკავშირებული რეგულაციები და სტანდარტები, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ სამომხმარებლო დახლზე მხოლოდ ერთგვაროვანი, წუნდაუდებელი და უსაფრთხო პროდუქტი მოხვდეს. ამასთან, სხვადასხვა სახის ტექნიკური რეგლამენტი პროდუქტების კონკრეტული ჯგუფისთვის განსაზღვრავს უსაფრთხოების მოთხოვნებსა და მწარმოებლის, იმპორტიორისა და რეალიზატორის ვალდებულებებს. ტექნიკური რეგლამენტები ასევე უზრუნველყოფს პროდუქტზე შესაბამისი ნიშანდებისა და ინსტრუქციის დატანას, რომლებიც მისი დანიშნულებისამებრ გამოყენებისთვის, უსაფრთხოებისა და მწარმოებლის/იმპორტიორის მიკვლევადობისთვის არის აუცილებელი.
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
ჩეხეთის განვითარების სააგენტო გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოებასთან ერთად ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომლის მიზანია არასასურსათო პროდუქტისა და სერვისის უსაფრთხოების გაზრდა და მომხმარებლების ინფორმირება ხარისხის ინფრასტრუქტურის შესახებ. აღნიშნული მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ არასასურსათო პროდუქტის შეძენისას მომხმარებელმა ინფორმირებული არჩევანის გაკეთება შეძლოს და ამგვარად, დაიცვას საკუთარი უფლებები.
პროექტი რამდენიმე ძირითად სექტორს მოიცავს და, შესაბამისად, საინტერესო იქნება განვიხილოთ თითოეულ მათგანთან დაკავშირებული საქართველოში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტები.
სათამაშოების უსაფრთხოება
საქართველოში მოქმედი სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი მწარმოებელს ავალდებულებს გააანალიზოს ის ქიმიური, ფიზიკური, მექანიკური, ელექტრული, აალებადობის, ჰიგიენური და რადიოაქტიური საფრთხეები, რომლებსაც შესაძლოა, ეს სათამაშო იწვევდეს. ვალდებულება ასევე მოიცავს ასეთი საფრთხეების პოტენციური ზემოქმედების შეფასებას. ეს გულისხმობს იმას, რომ სათამაშოს ქიმიური შემადგენლობის შემთხვევაში განსაზღვრული უნდა იყოს სხვადასხვა მავნე, მათ შორის, კარცეროგენული და მუტაგენური ნივთიერებების ლიმიტები, ასევე, მათთან დაკავშირებული ტესტირებები და სხვადასხვა მექანიკური და აალებადობასთან კავშირში მყოფი მახასიათებლები. აღნიშნულმა უნდა უზრუნველყოს, რომ სათამაშოს დანიშნულებისამებრ თუ არადანიშნულებისამებრ გამოყენებამ ბავშვს არ შეუქმნას საფრთხე.
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
თვალსაჩინოებისთვის, მოვიყვანოთ მაგალითი: ვინაიდან სამ წლამდე ასაკის ბავშვისთვის დამახასიათებელი ქცევა ნივთების პირში ჩადებაა, აღნიშნული ასაკითვის განკუთვნილ სათამაშოს არ უნდა სძვრებოდეს/არ შეიცავდეს ისეთი მცირე ნაწილებს, რომლებმაც, შესაძლოა, ბავშვის ჯანმრთელობას შეუქმნას საფრთხე.
სამშენებლო პროდუქტების უსაფრთხოება
სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი საქართველოში 2018 წელს დამტკიცდა და 22 სამშენებლო პროდუქტს ფარავდა, ხოლო 2025 წლის დასაწყისიდან 101 პროდუქტი მოექცა მოქმედების სფეროში. აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, მწარმოებელი ვალდებულია დანერგოს შესაბამისობის შეფასების პროცედურები, განახორციელოს წარმოებული პროდუქტის პერიოდული კონტროლი იმისთვის, რომ მომხმარებელს წვდომა ჰქონდეს ერთგვაროვან და უსაფრთხო პროდუქციაზე.
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
ამავე რეგლამენტით მოთხოვნილი ნიშანდება უზრუნველყოფს, რომ პროდუქტის მწარმოებელი და იმპორტიორი გამჭირვალე და მიკვლევადი იყოს. ამასთან, სტანდარტიზებული წარმოება და შესაბამისი ეტიკეტირება მომხმარებლისთვის ამარტივებს არჩევანს, ვინაიდან, რეგლამენტის მოთხოვნებით, პროდუქტზე დატანილი უნდა იყოს ის ინფორმაცია, რომელიც მომხმარებელს პროდუქტის ერთნაირი კრიტერიუმებით შეფასების შესაძლებლობას მისცემს.
ტექნიკური რეგლამენტისა და სტანდარტების შესაბამისად წარმოებული პროდუქტი მომხმარებლისთვის პირველ რიგში უსაფრთხოების გარანტიაა: მაგალითად, ცეცხლმედეგობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვა ხანძრის შემთხვევაში უზრუნველყოფს, რომ პროდუქტმა გარკვეული პერიოდი გაუძლოს ცეცხლს და უმალ არ აალდეს, რამაც, შესაძლოა, ადამიანის სიცოცხლეც კი იხსნას. სტანდარტების შესაბამისად წარმოებული ცემენტი კი უზრუნველყოფს შენობებისა და ნაგებობების გამძლეობასა და სიმტკიცეს; ლაქ-საღებავების წარმოებაში ქიმიური მოთხოვნების დაკმაყოფილების გზით კი მცირდება სოცოცხლისთვის საშიში სხვადასხვა დაავადების გაჩენის საფრთხე.
ავეჯის უსაფრთხოება
ავეჯის უსაფრთხოებას სხვადასხვა ტექნიკური რეგლამენტის დაცვა უზრუნველყოფს. აღნიშნული უსაფრთხოების სხვადასხვა ასპექტს აერთიანებს — მექანიკურ, ქიმიურ, გარემოსდაცვით თუ აალებადობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
პირველ რიგში, ისევე როგორც სხვა პროდუქტების შემთხვევაში, ევროკავშირის რეგულაციების მიხედვით წარმოებულ ავეჯზე ან მის შეფუთვაზე დატანილი უნდა იყოს მწარმოებლის და იმპორტიორის მონაცემები, რაც მიკვლევადობას უწყობს ხელს. ამასთან, ავეჯთან დაკავშირებული სტანდარტები ითვალისწინებს ავეჯის ტიპს, მასალას, გამოყენების არეალს, რაც მეტად დეტალიზებულ მიდგომებსა და, შესაბამისად, უფრო კონკრეტული საფრთხის პრევენციას უზრუნველყოფს. მაგალითად, ცალკე მოთხოვნები არსებობს საბავშვო ავეჯთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ისეთი ავეჯის შემთხვევაში, რომელიც შესაძლოა სათამაშოს დატვირთვაც ჰქონდეს.
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტ
ტექნიკური რეგლამენტებისა და სტანდარტების შესაბამისად წარმოებული ავეჯი გულისხმობს, რომ გამოყენებულია მხოლოდ ლეგალურად მოპოვებული ხის მასალა, საღებავები და ლაქ-საღებავები. ამასთან, სხვადასხვა მატერია არ შეიცავს მავნე ქიმიურ ნივთიერებებს, რომელებმაც, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნან ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოს; გარდა ამისა, პროდუქტი შემოწმებულია ცეცხლმედეგობაზე, ხოლო მისი კონსტრუქცია და დიზაინი მდგრადია და გათვლილია ხანგრძლივი გამოყენებისთვის.
ტექსტილისა და ტანსაცმლის უსაფრთხოება
ტექსტილსა და ტანსაცმელს სხვადასხვა ტექნიკური რეგულაცია სხვადასხვა ასპექტის გათვალისწინებით ფარავს. ამ შემთხვევაშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ეტიკეტირებას, რომელზეც მწარმოებლის ვინაობასთან ერთად, დატანილი უნდა იყოს შემადგენლობასთან დაკავშირებული ინფორმაცია (მაგ. 100% პოლიესტერი). ხშირად ეტიკეტზე მოცემულია ზომასთან და მოვლასთან დაკავშირებული ინფორმაციაც.
რეგულაციები და სტანდარტები განსაზღვრავს ქიმიური შემადგენლობის მოთხოვნებსა და ლიმიტებსაც, ვინაიდან, სამოსში მკვეთრი ფერის შენარჩუნების ან მატერიის დამუშავების მიზნით, შესაძლოა გამოყენებული იყოს ჯანმრთელობისთვის საზიანო ქიმიური ნივთიერებები. ამასთან მოთხოვნები ითვალისწინებს აალებადობასთან დაკავშირებულ საფრთხეებსაც. ცალკე სტანდარტები არსებობს ბავშვის სამოსსა და ბავშვის მოვლასთან დაკავშირებული ტექსტილის ნივთებისთვის — ზემოხსენებულთან ერთად, ისინი არ უნდა შეიცავდეს ისეთი სიგრძის ზონრებს ან მცირე ნაწილებსა და ელემენტებს, რომლებმაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ბავშვის ჯანმრთელობას.
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი განსაზღვრავს ისეთ ნივთებთან და, მათ შორის, სამოსთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, რომლებიც გამოიყენება ადამიანის ზიანისგან დაცვის მიზნით. მაგალითად, გარკვეულ ექსტრემალურ კლიმატში გამოყენებადი სპეცსამოსი, საწვიმრები, მაღალი ხილვადობის სამოსი, ხელთათმანები და ა.შ. რეგლამენტისა და კონკრეტულ პროდუქტებთან დაკავშირებული სტანდარტების მიზანია ინდივიდუალური დაცვის საშუალებამ/სამოსმა უზრუნველყოს შესაბამისი დაცვა და მომხმარებელს თავიდან აარიდოს ის საფრთხეები, რომლებისგან დასაცავადაც ამ სამოსს იყენებს.
შესაფუთი მასალების უსაფრთხოება
შესაფუთ მასალებთან დაკავშირებული ტექნიკური რეგულაციები ფარავს ყველა სახის შესაფუთ მასალას და არა მხოლოდ პოლიეთილენსა და მის მსგავსს. მოთხოვნების ნაწილი ეხება შესაფუთი მასალების ქიმიურ შემადგენლობას, რომელიც კრძალავს და აწესებს ლიმიტებს სხვადასხვა სახის მავნე ქიმიური ნივთიერებისთვის. ამასთან, რეგულაციების უმთავრესი მიზანია გარემოზე ზრუნვა, დაბინძურების შემცირება და გადამუშავებადი, ბიოდეგრადირებადი მასალების გამოყენება.
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
2018 წლიდან საქართველოში მოქმედებს ბიოდეგრადირებადი და პარკებთან დაკავშირებული ტექნიკური რეგულაცია, რომელიც საქართველოს ბაზარზე მხოლოდ ბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტსა და წარმოებას უშვებს, ამასთან, გასაზღვრავს ეტიკეტირების მოთხოვნებს. რეგულაციის მიზანი გარემოზე ზრუნვაა, ვინაიდან ბიოდეგრადირებადი პარკები მიკროორგანიზნების ზემოქმედებით ბუნებრივად და შედარებით მოკლე დროში იშლება და არ აბინძურებს გარემოს.
ლიფტების უსაფრთხოება
ლიფტებთან დაკავშირებული ტექნიკური რეგულაციები განსაზღვრავს, როგორც წარმოებისა და კონსტრუირების პროცესში არსებულ მოთხოვნებსა და შემოწმებებს, ასევე უშუალოდ ექსპულატაციის პროცესშიც. ლიფტებთან დაკავშირებული სტანდარტები ადგენს ტექნიკურ მოთხოვნებს, რომელიც ამცირებს დაზიანებისა და ავარიების საფრთხეს. ამასთან, რეგულაცია მოითხოვს ექსპულატაციაში არსებული ლიფტების რეგულარულ შემოწმებასა და სერტიფიცირებას, რომელიც ლიფტების მუდმივად სათანადო მუშაობისა და უსაფრთხოების გარანტია. სტანდარტები ასევე ითვალისწინებს სასიგნალო სისტემებს და ეტიკეტირებას იმგვარ ლიფტში, რომელშიც, მაგალითად, მითითებულია მაქსიმალური დატვირთვა.
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
მაგალითად: მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ თავისი კანონმდებლობა დაუახლოვა ევროკავშირისას და კვლავ აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას, მნიშვნელოვანია, რეგულაციების აღსრულება რეალურ დროში და მწარმოებლების სამუშაოს ზედამხედველობა. თუმცა, მიზნის მისაღწევად ასევე საჭიროა, რაც შეიძლება მეტმა მომხმარებელმა შეიტყოს ხარისხის ინსფრასტრუქტურის მნიშვნელობის შესახებ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
პროექტი QUIS — უკეთესი პროდუქტი, უკეთესი მომსახურება ხორციელდება ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და GIZ მიერ, ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მთავარი მიზანი, საქართველოში ხარისხის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება.
ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ჩეხეთის განვითარების სააგენტო და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები