როგორ შეიქმნა და ვითარდება საქართველოს ბანკის Ads მენეჯერი — ინტერვიუ გიორგი კობიაშვილთან
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი ინოვაციური პროდუქტების შექმნასა და მის განვითარებაზე აქტიურად მუშაობას. ბანკმა 2024 წელს ბიზნეს მომხმარებლებისთვის ახალი პლატფორმა Ads მენეჯერი წარადგინა. ის ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს შექმნას ეფექტური შეთავაზებები და საქართველოს ბანკის 1 600 000-ზე მეტ ციფრულ მომხმარებელს საკუთარი პროდუქტი თუ სერვისი გააცნოს და გაზარდოს გაყიდვები.
პლატფორმის განვითარება 2025 წელსაც აქტიურად გრძელდება. მას მუდმივად ემატება ახალი ფუნქციონალები, იმისთვის, რომ ბიზნესებისთვის შეთავაზების შექმნის პროცესი უფრო კომფორტული, მოქნილი და მარტივი გახდეს. სწორედ ბოლოდროინდელ განახლებებზე Ads მენეჯერის Product owner-ს გიორგი კობიაშვილს ვესაუბრეთ.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბიზნესებს ისეთი ინოვაციური პროდუქტი შევთავაზოთ, რომელიც ხელს შეუწყობს მათი ბიზნესის ზრდასა და განვითარებას. ასევე, ჩვენი მიზანია რომ ეს პროცესი მომხმარებლისთვის მაქსიმალურად მარტივი და კომფორტული იყოს. სწორედ ამიტომ მუდმივად ვიკვლევთ მათ საჭიროებებს და ვცდილობთ ვუპასუხოთ. ბოლო პერიოდში, გარდა მცირე გაუმჯობესებებისა, Ads მენეჯერში რამდენიმე დიდი სიახლე გვაქვს, დაგვემატა მნიშვნელოვანი ფუნქციონალები:
ბრენდის მართვა — ბევრ კომპანიას იურიდიული სახელი აქვს, (მაგ: შპს x), თუმცა, ბრენდულად ამ სახელით პოზიციონირება არ სურს. ახალი ფუნქციონალის მეშვეობით, კი ბიზნესებს საშუალებას ვაძლევთ, შეცვალონ დასახელება, განაახლონ ლოგო და მობილბანკში მომხმარებლებისთვის სასურველი სახელით გამოჩნდნენ, ასევე მიუთითონ, როგორც ფიზიკური, ისე სოცქსელების მისამართები. ყოველივე ეს მათ დაეხმარება უკეთ გააცნონ საკუთარი ბრენდი მომხმარებლებს.
შეთავაზებები ყველა ტიპის კომპანიისთვის — თუ აქამდე მხოლოდ საქართველოს ბანკის POS ტერმინალის მფლობელებს შეეძლოთ შეთავაზების შექმნა, ახალი ფუნქციონალის მეშვეობით ეს იმ ბიზნესებისთვისაც გახდა ხელმისაწვდომი, რომლებსაც გადახდის მეთოდი (ტერმინალი, ონლაინ გადახდა) არ აქვთ“, - ამბობს გიორგი.
პლატფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია მომხმარებლებს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა მისცეს.
“ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად დაიხვეწოს პლატფორმა და მომხმარებლებმა მონაცემებზე დაყრდნობით მიიღონ გადაწყვეტილებები და დაგეგმონ კამპანიები. მორიგი სიახლეებ, რომლებიც მათ აპლიკაციაში დახვდებათ:
განახლებული ანალიტიკა — მომხმარებლისა და ტრანზაქციული ანალიტიკის გვერდები განახლებებით ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს უფრო დეტალურად ნახონ ვინ არიან მათი მომხმარებლები, როგორ იცვლება მათი ქცევა დროთა განმავლობაში და რა არის მათი მთავარი ინტერესი. ასევე სრულად განვაახლეთ ვიზუალური მასალის გვერდი — ფოტოსაცავი ბიზნესებისთვის, შეთავაზების ვიზუალის მოსამზადებლად. შეთავაზების შექმნისას ბიზნესებს შესაბამისი ფოტოს მოძიება უჭირდათ. Ads მენეჯერში ინტეგრირებულია მსოფლიოში ყველაზე დიდი სტოკ ფოტოების ბაზა და მომხმარებლებს შეუძლიათ მოიძიონ და აირჩიონ მათთვის სასურველი ფოტო, ვებგვერდიდან გაუსვლელად დაამუშაონ და ატვირთონ“. — ამბობს გიორგი კობიაშვილი.
ასეთ მასშტაბურ განახლებებზე მუშაობა დიდ რესურსსა და დროს მოითხოვს და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მომხმარებლების უკუკავშირს.
“ამ განახლებებზე მუშაობა მრავალთვიანი კვლევისა და მომხმარებელთა უკუკავშირის ანალიზის შედეგად განხორციელდა. ჩვენ აქტიურად ვაკვირდებოდით, როგორ იყენებდნენ ბიზნესები Ads მენეჯერს, რა სირთულეებს აწყდებოდნენ და რა გაუმჯობესებები იქნებოდა მათთვის ყველაზე ღირებული. ყოველი ახალ ფუნქციონალის შექმნამდე ჩვენს მომხმარებლებს შესაძლებლობას ვაძლევთ დაგვიბრუნონ უკუკავშირი და მათი დახმარებით ვხვეწთ პროდუქტს და ვცვლით უკეთესობისკენ“. - აღნიშნა მან.
როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, Ads მენეჯერი ახალი პლატფორმაა ბიზნესებისთვის, რომელიც საქართველოს ბანკმა მომხმარებლებს 2024 წელს წარუდგინა. გასული წელი პლატფორმისთვის მნიშვნელოვანი იყო, ბევრი ცვლილება განიცადა და მნიშვნელოვნად დაიხვეწა.
ბატონი გიორგის აზრით, “გასული წელი Ads მენეჯერისთვის სწრაფი ზრდის და მრავალფეროვნების წელი იყო. პლატფორმის გამოყენება რამდენჯერმე გაიზარდა. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ მისი მეშვეობით ასეულობით ბიზნესმა შექმნა შეთავაზება და საკუთარი პროდუქტი საქართველოს ბანკის მომხმარებლებს გააცნო. მათ უმეტესობას კი მანამდე ჩვენთან შეთავაზებების შექმნის გამოცდილება არ ჰქონიათ. Ads მენეჯერში თითქმის ყველა ტიპის ბიზნესი ქმნის შეთავაზებას. განსაკუთრებით ბევრი შეთავაზება კი HoReCa, ტექნიკის, საცალო ვაჭრობის და e-commerce ბიზნესების წარმომადგენლებმა მოამზადეს. ასევე, აღსანიშნავია, რომ ბიზნესების უმეტესობამ წლის განმავლობაში შეთავაზება რამდენჯერმე შექმნა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ კამპანიებმა წარმატებით იმუშავა“.
Ads მენეჯერი არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით უნიკალური პროდუქტია. ის ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოს ბანკის ეკოსისტემაში ინტეგრირდნენ და უკეთ შეისწავლონ საკუთარი მომხმარებლები, იცოდნენ მათი სურვილები და მისწვდნენ საჭირო დროს.
"პლატფორმა ინოვაციურია, როგორ ქართულ, ისე მსოფლიო ბაზარზე. ის არაერთ უპირატესობას ფლობს და განსაკუთრებით სასარგებლო და ღირებული ხელსაწყოა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. მაგალითისთვის, ბიზნესებს მრავალფეროვანი სეგმენტაციის შესაძლებლობა აქვთ, შეუძლიათ აირჩიონ მათთვის საინტერესო ინტერესების, ქცევის, პროფილის მომხმარებლები. გამარტივებულია რეკლამის მართვაც, რაც გულისხმობს იმას, რომ მათ არ სჭირდებათ დამატებითი ექსპერტიზა, რადგან პლატფორმა თავად იძლევა საჭირო რეკომენდაციებს. ასევე აღსანიშნავია, რომ შეთავაზების შექმნა სრულად ავტომატიზებულია, შეუძლიათ ნებისმიერ დროს, დამოუკიდებლად შექმნან ის და გაეცნონ ანალიტიკას, თუ რა შედეგი აქვს აღნიშნულ კამპანიას. რაც მთავარია, მომხმარებლისთვის შეთავაზებით სარგებლობა ძალიან მარტივია. მათ არ სჭირდებათ დამატებითი ბარიერების გადალახვა, მხოლოდ სასურველი შეთავაზების არჩევისა და გადახდის განხორციელებით იღებენ სარგებელს, რაც თავისთავად დადებითად მოქმედებზე ბიზნესზე, ზრდის მომხმარებელთა კმაყოფილებას“, — განაცხადა მან.
მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელი Ads მენეჯერისთვის გარდამტეხი წელი იყო. გუნდი 2025 წელსაც არ აპირებს გაჩერებას და მასშტაბური გეგმები აქვთ.
“მიმდინარე წლისთვის ჩვენი მიზანია Ads მენეჯერი გადაიქცეს მულტიფუნქციურ პლატფორმად, რომელიც ბიზნესებს დაეხმარება არა მხოლოდ მომხმარებლების მოზიდვაში, არამედ მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნებაში. ვგეგმავთ სიახლეებს შეთავაზების ტიპების და სამიზნე აუდიტორიების გამრავალფეროვნების მიმართულებით. ერთის მხრივ ეს ბიზნესებს დაეხმარება, მათთვის საინტერესო აუდიტორიას უფრო მარტივად მისწვდნენ, მეორეს მხრივ კი საქართველოს ბანკის 1 600 000 ზე მეტ მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას ექსკლუზიურად მათთვის შექმნილი შეთავაზებებით ისარგებლონ“. - ამბობს ბატონი გიორგი.
ინფორმაციისთვის, Ads მენეჯერში ბიზნესებს სრულიად უფასოდ შეუძლიათ განათავსონ შეთავაზება საქართველოს ბანკის 1 600 000 - ზე მეტი მომხმარებლებისთვის, რომლებიც შეიძლება იყვნენ სტუდენტური ბარათის, Solo sCool, Plus, Amex ბარათის მომხმარებლები. ბიზნესის მიერ შექმნილი სპეციალური შეთავაზებები საქართველოს ბანკის სხვადასხვა არხში : მობილბანკში, sCoolApp-სა და Offers.bog.ge-ზე მხოლოდ მათ გამოუჩნდებათ, რომლებიც დაინტერესებული არიან მსგავსი ტიპის პროდუქტებით.
შეთავაზების შექმნისთვის ეწვიეთ manager.bog.ge-ს თუ ხართ დირექტორი, ხოლო თუ მარკეტერი ხართ - სთხოვეთ დირექტორს გაგიწეროთ შესაბამისი როლი.
თუ დირექტორი ხართ, manager.bog.ge-ში შესვლას იმ სახელითა და პაროლით შეძლებთ, რომლითაც ბიზნეს მობილბანკში/ინტერნეტბანკში და ფიზიკური პირის მობილბანკში სარგებლობთ.
შეთავაზების შექმნის ინსტრუქცია ნახეთ აქ:
უფრო ვრცლად, Ads მენეჯერის გამოყენებაზე ბიზნესკურსის გასავლელად ეწვიეთ ბმულს.
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
კომენტარები