არიზონაში მდებარე დიდი კანიონი კოლორადოს მდინარის მძლავრმა დინებამ წარმოქმნა. რასაც მილიონობით წელი დასჭირდა. დღესდღეობით წყლის ნაკადი გარშემო არსებული უზარმაზარი ხეობის მასშტაბებს უკვე საგრძნობლად ჩამოუვარდება.

საინტერესოა, რა ოდენობის სითხე დასჭირდება ხმელეთში გაჩენილი ამ გიგანტური ნაპრალის მთლიანად ავსებას?

აშშ-ის ეროვნული პარკების სამსახურის მონაცემებით, დიდი კანიონის ეროვნული პარკის მთლიანი მოცულობა დაახლოებით 4.17 ტრილიონი კუბური მეტრია. უცნობია, ეს მხოლოდ ხეობას მოიცავს თუ მიმდებარე ტერიტორიასაც, მაგრამ ყველაზე ზუსტი ოფიციალური მაჩვენებელი ასეთია.

იმის გავითვალისწინებთ, რომ 1 კუბური მეტრი 1 000 ლიტრის პროპორციულია, დიდ კანიონში დაახლოებით 4.17 კვადრილიონი ლიტრი წყალი ჩაეტევა.

ეს უზარმაზარი მოცულობაა, მაგრამ ჩვენი პლანეტა წყლით საკმაოდ მდიდარია. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, დედამიწაზე დაახლოებით 1 386 000 000 კუბური კილომეტრი წყალია. ამ უდიდესი მარაგიდან 1 335 000 000 კუბური კილომეტრი მხოლოდ ოკეანეებშია მოქცეული.

რა თქმა უნდა, კანიონი ნებისმიერი სხვა სითხითაც შეგვიძლია ავავსოთ. თეორიულად, ამისთვის 4.17 კვადრილიონი ლიტრი ლუდი, ღვინო, ვეშაპის რძე, ფორთოხლის წვენი ან ყურძნის ლიმონათი იქნებოდა საჭირო.

Zack D. Films-ის ერთ-ერთი ვიდეოში ისიც კია განხილული, რა დრო დასჭირდებოდა გრანდ კანიონის შარდით ავსებას. ცხადია, მსგავსი რამ საზოგადოებრივ ადგილებში აკრძალული და უკანონოა, განსაკუთრებით ეროვნულ პარკებში, თუმცა შესაძლოა, ზოგს ეს სახალისო თეორიულ გამოთვლად მოეჩვენოს:

საშუალოდ ერთი ადამიანი დღეში დაახლოებით 1.89 ლიტრ სითხეს გამოყოფს. ეს ნიშნავს, რომ თუ დედამიწაზე მცხოვრები 8 მილიარდი ადამიანი ერთ დღეში მხოლოდ გრანდ კანიონში მოშარდავს, იქ ჯამში დაახლოებით 15.1 მილიარდი ლიტრი შარდი დაგროვდება. ამ ტემპით კანიონის მთლიანად ასავსებად დაახლოებით 800 000 წელი იქნებოდა საჭირო.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.