ვინ არის DeepSeek-ის დამფუძნებელი და რა ვიცით მასზე

ფოტო: Deepseekaiapp
ამ სტატიაში DeepSeek-ის დამფუძნებელს გაგაცნობთ, ადამიანს, რომელიც რევოლუციური ჩატბოტის შექმნასთან არის დაკავშირებული. ეს არის 40 წლის ლაინგ ვენფენგი, რომელიც ჰეჯ-ფონდში მოღვაწეობდა. ის ტექნოლოგიებში შემდეგი მიზნისთვის გადავიდა — "მსურს აღმოვფხვრა ჩამორჩენა, რომელიც ჩინეთს აშშ-სთან ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში აქვს".
ლიანგმა გამოცემა Waves-ს განუცხადა, რომ ის გუანგდონგში გაიზარდა. ეს რეგიონი ახლა ტექ ინდუსტრიითა ცნობილი. ლინგის მშობლები მასწავლებლები იყვნენ. მას ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი ინფორმაციისა და კომუნიკაციის მიმართულებით აქვს. სწავლობდა ჟეჯიანის უნივერსიტეტში.
2015 წელს ლიანგმა დააარსა High-Flyer, გამოთვლითი ჰეჯ-ფონდი, რომელიც მათემატიკასა და AI-ს საინვესტიციო სტრატეგიების შესაქმნელად იყენებს.
High-Flyer-მა თავისი პირველი AI მოდელი 2016 წლის ოქტომბერში შექმნა. კომპანიამ ხელოვნური ინტელექტის მოდელების გამოყენება 2017 წლისთვის დაიწყო.

ფოტო: Getty Images
Financial Times-ის ცნობით, ლიანგმა დაიწყო ათასობით Nvidia-ს გრაფიკული პროცესორის შეგროვება. ის ამით იყო დაკავებული მანამ, სანამ ბაიდენის ადმინისტრაციამ ჩინეთში ამერიკული ჩიპებით ვაჭრობა არ შეზღუდა.
ლიანგმა DeepSeek 2023 წელს დააარსა.
"ლურჯი ვეშაპის" აღზევება: როგორ დააფრთხო $6-მილიონიანმა DeepSeek-მა ტექნოლოგიური ინდუსტრია
ჩამორჩენის აღმოფხვრა
ლიანგს მიაჩნია, რომ დროა ჩინეთი თავად გადავიდეს უახლესი ჩიპების წარმოებაზე. მისი თქმით, ამ სფეროში ჩინეთი ყოველთვის მიმდევარი იქნება, თუ ის ჩიპებს თავად არ აწარმოებს.
"დღეს აშშ-სა და ჩინეთს შორის (AI-ის მიმართულებით) ორ წლიანი ჩამორჩენაა. ეს უნდა აღმოვფხვრათ", — უთხრა ლიანგმა ჩინურ მედიას.
ლიანგის კავშირები ჩინეთის ხელისუფლებასთან
Washington Post-ის მიხედვით, ლიანგი 20 იანვარს ჩინეთის პრემიერს, ლი ციანგის დახურულ ღონისძიებაზე ესაუბრა. შეხვედრის შემდეგ მან განაცხადა, რომ ჩინეთის მთავრობა უახლეს ტექნოლოგიებზე უნდა ფოკუსირდეს.
კომპანია DeepSeek
ლიანგმა DeepSeek 1.4 მილიონი დოლარის კაპიტალით დააფუძნა. კომპანიის მთავარი მიზანია, ღია კოდის კვლევითა და მიღწევებით ხელოვნური ზოგადი ინტელექტი (AGI) დახვეწოს და AI ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადოს — როგორც კომერციული, ასევე აკადემიური მიზნებისთვის. კომპანია ნაკლები დანახარჯით ცდილობს შექმნას ღია კოდის დიდი ენობრივი მოდელები (LLM-ები), რომლებიც კონკურენტ პროდუქტებზე არანაკლებ ხარისხიანი იქნება.
კომენტარები