სამეცნიერო ფანტასტიკიდან რეალობამდე — მეცნიერები "ადამიანი ობობას" ქსელის შექმნაზე მუშაობენ
![](http://rachel.on.ge/2025/01/29/Screenshot_2025-01-29_190930_679a4704233d0.jpg)
ფოტო: marco lo presti
ტაფტსის უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიურმა მკვლევარმა მარკო ლო პრესტიმ გასაოცარი აღმოჩენა გააკეთა. ის აქამდე დოფამინისა და აბრეშუმის ურთიერთქმედების შესწავლით მივიდა.
"აბრეშუმისა და დოფამინის ნივთიერებისგან მინის ჭურჭლის გასაწმენდად აცეტონს ვიყენებდი. სწორედ ამ დროს შევნიშნე, რომ მასალა მყარ მდგომარეობაში გადავიდა და ქსელისებრ ნივთიერებას დაემსგავსა", — უთხრა მეცნიერმა Wired-ს.
ლო პრესტი და მისი კოლეგები ნივთიერების შესწავლას შეუდგნენ. შედეგი გასაოცარია: "ადამიანი-ობობას" მსგავსი ქსელი, რომლის გატყორცნა შესაძლებელია დაახლოებით ისე, როგორც ეს კომიქსშია.
ვიდეო მასალაში ჩანს, თუ როგორ იტყორცნება ობობას ქსელის მაგვარი მასალა ჰაერში. მყარ ზედაპირზე მოხვედრის შემდეგ მასალა მას ეჭიდება, დაახლოებით ისე, როგორც ობობას ქსელი.
მკვლევრების თქმით, ეს ადამიანი ობობას მიერ გამოტყორცნილ ქსელს ჰგავს.
პრესტიმ განმარტა, რომ ობობას ქსელის ასე გამოტყორცნა არ შეუძლია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღმოჩენა სრულიად ახალია, მიუხედავად იმისა, რომ ბუნებითაა შთაგონებული.
"ამ მომენტისთვის ობიექტის 35 სანტიმეტრის მანძილზე ჩაჭერა შეგვიძლია. რაც შეეხება წონას, შეგვიძლია 20 გრამიანი საგანი ავწიოთ", — განუცხადა პრესტიმ Wired-ს.
მკვლევრებს თავიანთი გამოგონების დახვეწა სურთ და იმედი აქვთ, რომ მომავალში ბევრად უფრო მძიმე მასალების დამორჩილებას შეძლებენ.
კომენტარები