მობილური აპლიკაციები და მათი დახმარებით ცხოვრების გამარტივება თანამედროვე ადამიანის ცხოვრების შეუცვლელი ნაწილია. მოვახერხეთ, მთელი ცხოვრება ერთ პატარა სმარტფონში ჩავატიეთ და იქედან ვმართავთ. წარმოგვიდგენია მომსახურება რასაც ჩვენ თვითონ, ჩვენივე ტელეფონით არ ვგეგმავთ? ალბათ არა.. სად გვაქვს დასაკარგი დრო.

ცხოვრების გაციფრულებასთან ერთად ჯანმრთელობაზე, საყვარელ ნივთებზე ზრუნვაც ვისწავლეთ და დავაზღვიეთ ყველაფერი რაც ჩვენთვის ღირებულია. შესაბამისად სადაზღვევო სერვისებიც გვინდა დისტანციურად ჩვენი სმარტფონებით დავგეგმოთ და ვმართოთ.

ჯიპიაი ჰოლდინგი“ დაზღვევის გაციფრულებაშიც უპირობო ლიდერია . კომპანიამ მობილური აპლიკაცია MyGPI სრულად განაახლა. რაც იმას ნიშნავს, რომ ჯიპიაის მომხმარებლებს დაზღვევით სარგებლობა კიდევ უფრო გაუმარტივდათ. მთლიანად განახლდა და შეიცვალა აპლიკაციის დიზაინიც.

ფოტო: ჯიპიაი

ამ ბლოგში გიზიარებთ 5 ფუნქციონალს, რომელსაც დაზღვეულები ყველაზე ხშირად მოიხმარენ და ყველაზე მეტად მოსწონთ :

1. მიმართვის მოთხოვნა აპლიკაციის მომხმარებლების საყვარელი სერვისია. ამ ფუნქციონალის დახმარებით დაზღვეული ჯიპიაის ექიმთან ვიზიტს წინასწარ აფინანსებინებს. მარტივად, ექიმთან მისვლამდე რამდენიმე წუთით ადრე აპლიკაციით მოითხოვს მიმართვას სასურველ მომსახურებაზე, ადგილზე კი ან საერთოდ არ იხდის არაფერს (თუ 100% დაზღვევა აქვს) ან იხდის მხოლოდ თავის გადასახდელ წილს (მაგ: 10%-ს), დანარჩენს ჯიპიაი ფარავს. შესაბამისად აღარ უწევს ასანაზღაურებელი საბუთების და ჩეკების შეგროვება, ანაზღაურების მოთხოვნის გაკეთება ან თანხის ლოდინი.

იგივენაირად შეუძ₾ია მოითხოვოს მიმართვა ექიმის დანიშნულ მედიკამენტებზე და აფთიაქში უკვე ჯიპიაის მიერ დაფინანსებული წამალი შეიძინოს, ისე რომ თავად არაფერი გადაიხადოს.

2. ექიმთან ჩაწერა აპლიკაციის ფუნქციონალებს შორის ყველაზე ხშირად მოხმარებადია. თანამედროვე ადამიანები ყველა დღისა და წუთის დაგეგმვას მივეჩვიეთ. შესაბამისად, ჯიპიაის მომხმარებლებიც მიიჩნევენ, რომ ბევრად უფრო კომფორტულია, როცა შეუძლიათ თავად ნახონ ექიმის განრიგი, შეარჩიონ სასურველი დღე და საათი და მშვიდად დაჯავშნონ ვიზიტი. ქოლცენტრში რეკვა და ოპერატორთან ზედმეტი საუბარი აღარ უწევთ. განახლებული აპლიკაციით კი უკვე საშუალება აქვს ერთი სესიის დროს აარჩიონ მათთვის სასურველი რამდენიმე ექიმი, მაგალითად ოჯახის ექიმიც, სპეციალისტიც, ექიმი გამოკვლევებისთვის და ერთი თითის დაჭერით ჩაეწერონ სამივესთან. რაც მთავარი ახლა უკვე ჯავშნის დრო მობილურში, პირად კალენდარშიც გამოუჩნდებათ და მოახლოებულ ვიზიტს შეახსენებთ.

3. ავტო დაზღვევის მომხმარებლები აპლიკაციით აკეთებენ განაცხადს ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ და იმავე დღეს იღებენ ანაზღაურებას, თუმცა ყველაზე მოთხოვნადი სერვისი ყოველთვის უფლებამოსილი მძღოლის დამატების ფუნქციონალი იყო. ჯიპიაიმ ეს თხოვნა გაითვალისწინა და ახალი აპლიკაციის დახმარებით ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან არის შესაძლებელი დაზღვევაში ახალი უფლებამოსილი მძღოლის ჩამატება.

4. სამოგზაურო დაზღვევა თანამედროვე ადამიანების საყვარელი სადაზღვევო პროდუქტი. მოახლოებული თავგადასავლების დაზღვევა აუცილებელია უცხო ქვეყანაში დაცულად რომ ვიგრძნოთ თავი. ჯიპიაის აპლიკაციით მარტივად ფრენამდე 10 წუთით ადრეც კი შეგიძლიათ იყიდოთ სამოგზაურო დაზღვევა და პოლისს იმავე წამს მეილზე მიიღებთ.

5. ავტომატური გადახდის სერვისი აპლიკაციის ყველაზე მოთხოვნად ფუნქციონალებს შორისაა. დაზღვევის მომხმარებლებს, განსაკუთრებით მათ ვისაც ბევრი სხვადასხვა პაკეტი აქვთ შეძენილი, სულაც არ სურთ ყოველთვიურ გადახდებზე დრო დახარჯონ. ხანდახან უბრალოდ ავიწყდებათ გადახდა და ამის გამო პოლისი პაუზდება. ეს ყველაფერი რომ თავიდან აიცილონ, განახლებული MyGPI საშუალებას აძლევთ დაამატონ საბანკო ბარათი აპლიკაციაში და პოლისის თანხა ყოველთვიურად ავტომატურად დაიფარება.

ფოტო: ჯიპიაი

სიჩქარე, სიზუსტე და კომფორტი ჯიპიაის სერვისის მთავარი მახასიათებლებია, სწორედ ამიტომ ირჩევს დაზღვევის მომხმარებელი მას. სიჩქარე თანამედროვე სწრაფი ცხოვრების წესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, განახლებული აპლიკაცია სწორედ ამისთვის არის შექმნილი. ყველა სერვისს ონლაინ რეჟიმში, ლოდინის გარეშე უსწრაფესად დაგეგმავ და მართავ - ნებისმიერ დროს ნებისმიერი ადგილიდან.

გადმოწერე ან გაანაახლე ახლავე და მიიღე საუკეთესო სადაზღვევო გამოცდილება

IOS - https://bit.ly/3UDHgbA
Android - https://bit.ly/48Fuvn0