Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-ს ერგო — გუნდის მხარდამჭერი თეგეტა ჰოლდინგია
ფოტო: თეგეტა
Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც თეგეტა ჰოლდინგი იყო. მაო გოშაძისა და მარიამ ხოსიტაშვილის ეკიპაჟმა ამჯერადაც გამორჩეულად იასპარეზა და მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.
პილოტმა მაო გოშაძემ სათავგადასავლო რალიში ნათლულთან, მარიამ ხოსიტაშვილთან ერთად იასპარეზა. ეკიპაჟი #52 Rally Adventure Georgia-ში უკვე მეოთხედ გამოდის, ამ შემადგენლობით კი მეორე წელია მონაწილეობს. მარიამ ხოსიტაშვილი შტურმანის პოზიციაზე პირველად შარშან გამოჩნდა.
Rally Adventure Georgia-ში წელს 14-მა ეკიპაჟმა მიიღო მონაწილეობა. შეჯიბრებამ სტარტი 5 ოქტომბერს თბილისიდან აიღო და ერთ კვირას გაგრძელდა. რალის მარშრუტი ყოველწლიურად იცვლება, წელს ასეთი იყო: თბილისი, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები, დუშეთი, უფლისციხე, ბაკურიანი, ზემო აჭარა და ბათუმი. წელს ორგანიზატორებმა შეჯიბრებაში მნიშვნელოვანი სიახლე შეიტანეს: სათავგადასავლო რალის თითოეული ეკიპაჟი აქამდე ორი წევრისგან შედგებოდა და მათგან ერთი ან ორივე აუცილებლად ქალი უნდა ყოფილიყო. ამჯერად შეჯიბრებას მამაკაცების კატეგორიაც დაემატა რალიში მათი მონაწილეობის დიდი სურვილის გათვალისწინებით.
ფოტო: თეგეტა
მაო გოშაძე, პილოტი: "ვფიქრობ, გენდერული სტერეოტიპი შესუსტებულია. Rally Adventure Georgia-ს ეკიპაჟები ამის თვალსაჩინო მაგალითია. სულ უფრო მეტი ქალი ინტერესდება უგზოობაში საავტომობილო შეჯიბრებით, ეს კი ცხადყოფს, რომ, თუ ადამიანს გამბედაობა და წინააღმდეგობის გადალახვის ჟინი აქვს, იქ სქესის მიხედვით დისკრიმინაციას არაფერი ესაქმება. მთავარია ინტერესი, მონდომება და უსაფრთხოების ნორმების დაცვა. როცა დამწყები ხარ, უგზოობას ყოველთვის თან ახლავს აღმართ-დაღმართის, ტალახისა თუ დიდი ქვების შიში, მაგრამ ეს შიში ბუნებრივი და საჭიროც კია, რადგან ყურადღების მობილიზების წინაპირობაა. პირადად ჩემთვის წლევანდელი რალი მეოთხე იყო, თუმცა ყოველი წელი ახალი თავგადასავალია, რადგან მარშრუტი წლიდან წლამდე იცვლება და ისეთი ადგილების გავლა გვიწევს, სადაც მანამდე არასდროს ვყოფილვართ. მე და მარიამ ხოსიტაშვილი უკვე მეორე წელია, ერთად ვასპარეზობთ, ის შესანიშნავი შტურმანია".
თეგეტა ჰოლდინგმა ეკიპაჟ #52-ს ავტომობილის ტექნიკურად გამართვაში გაუწია დახმარება. ქალთა გაძლიერება უკვე წლებია, კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
ფოტო: თეგეტა
თათია ხორბალაძე, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: "თეგეტა ჰოლდინგისთვის ქალების მხარდაჭერა, მათი გაძლიერება მდგრადობის სტრატეგიის ნაწილი და ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ სტრატეგიის ფარგლებში არაერთ ინიციატივას ვუერთდებით. ოფროუდით გატაცებული ქალების მხარდაჭერის დროსაც ჩვენი მოტივაცია ქალების გაძლიერება და გენდერული სტერეოტიპის დაძლევაა. Rally Adventure Georgia-სთან თანამშრომლობის ოთხი წელი გვაკავშირებს - ეკიპაჟ #52-ს ვუჭერთ მხარს. მოხარულები ვართ, რომ ეკიპაჟს მეორე საპრიზო ადგილი ერგო. პარალელურად, არანაკლებ გვახარებს ის ფაქტიც, რომ სათავგადასავლო რალი ვითარდება და სულ უფრო დიდ მასშტაბს იძენს".
სათავგადასავლო რალიში ქალების მონაწილეობა შეჯიბრების კონცეფციის განმსაზღვრელი პირობაა. რალის მიზანია, დაამსხვრიოს სტერეოტიპი და საზოგადოებას აჩვენოს, რომ უგზოობის პირობებში ავტომობილის მართვას ქალები თავს საუკეთესოდ ართმევენ.
ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მისია წელსაც ჰუმანიტარული იყო. ასპარეზობის პარალელურად, რალის ეკიპაჟებმა კახეთში, სოფელ მანავში, ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანეს.
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
კომენტარები