ინვესტირება კვების ინდუსტრიაში — კომპანიები და აქციები
კვების ინდუსტრია ერთ-ერთი სტაბილურად მზარდი სექტორია, რომლის კომპანიებიც კრიზისებისადმი განსაკუთრებული მდგრადობით გამოირჩევიან. იმის გათვალისწინებით, რომ ეს სექტორი რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, ინდუსტრიით ინვესტორებიც განსაკუთრებულად ინტერესდებიან.
ერთ-ერთი კვლევა აჩვენებს, რომ აშშ-ში მომხმარებელთა 83% პიცას თვეში ერთხელ მაინც უკვეთავს. როგორც ცნობილია, პიცის შეძენისთვის მომხმარებლები ყოველწლიურად ჯამში 150 მილიარდ დოლარზე მეტს ხარჯავენ. გაყიდვები ყოველწლიურად მზარდია, განსაკუთრებით კი მიტანის სერვისის განვითარების ხარჯზე. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ამ ზრდამ შესაძლებელია პიცის აქციები გემრიელ საინვესტიციო შესაძლებლობად აქციოს.
სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში იმ კომპანიების შესახებ გიყვებით, რომლებიც კვების ინდუსტრიაში საქმიანობენ.
1. Domino's Pizza
Domino's მსოფლიოს მასშტაბით უდიდესი პიცის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც საცალო გაყიდვებზეა ორიენტირებული. 2024 წლის შუა პერიოდისთვის კომპანიის შემოსავლები 18,7 მილიარდს დოლარს აღწევდა. სწორედ ამ მაჩვენებლის წყალობით Domino's Pizza პიცის ბაზარზე სწრაფი კვების რესტორნებს შორის პირველ ადგილზეა.
Domino's 90-ზე მეტ ქვეყანაში 20,900 პიცერიით არის წარმოდგენილი. მისი შემოსავლების ნახევარი სწორედ საერთაშორისო ბაზრებიდან მოდის. უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიას ეგრეთ წოდებული თან წაღებისას და გამოძახების სერვისები ძალიან კარგად აქვს განვითარებული.
მიუხედავად იმისა, რომ Domino's Pizza ლიდერ კომპანიებს შორისაა, მისი მიზანი კიდევ უფრო გაზრდა და პიცის ბაზრის უფრო დიდი ნაწილის დაკავებაა. აქ გეგმავენ, რომ ყოველწლიურად აშშ-ში 175-ზე მეტი ობიექტი დაამატონ, რაც, ბუნებრივია, შემოსავლების ზრდაზეც უნდა აისახოს.
DPZ-ის ერთი აქციის ღირებულება 426,78 დოლარია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მისი აქციების ღირებულება 23%-ით არის გაზრდილი. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 14.738 მილიარდი დოლარია.
2. Papa John's
Papa John's პიცის მწარმოებელ კომპანიებს შორის მსოფლიოს სამეულშია. 2024 წლის შუა პერიოდისთვის მის მიერ გახსნილი რესტორნების რიცხვი 5,900-ზე მეტი იყო. აღსანიშნავია, რომ ის მსოფლიოს მასშტაბით 50 ქვეყანაშია წარმოდგენილი. აქვე უნდა ითქვას, რომ მიმდინარე წლის ნახევარში კომპანიის გაყიდვებმა 1 მილიარდი დოლარი შეადგინა.
Papa John's-ს აქვს გამოკვეთილი მიზანი: გახდეს მსოფლიოში საუკეთესო პიცის მიმწოდებელი სერვისის მქონე კომპანია. ამასთან, უნდა ითქვას, რომ ამ კომპანიაში გაფართოების ახალ გზებს მუდმივად ეძებენ. 2024 წელს Papa John's-მა Bajco Group-თან თანამშრომლობის გაღრმავების გადაწყვეტილება მიიღო, რომლის წყალობითაც ის ჩრდილოეთ ამერიკაში 50 ახალ რესტორანს გახსნის.
ბოლო მონაცემების მიხედვით, PZZA-ის ერთი აქციის შეძენა 52.01 დოლარად არის შესაძლებელი. კომპანიის აქციების ღირებულება წლიურად 19%-ით არის შემცირებული. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 1.6 მილიარდ დოლარს აჭარბებს.
3. Yum! Brands
Yum! Brands სწრაფი კვების ობიექტებს შორის ერთ-ერთი ლიდერია. 2024 წლის შუა პერიოდისთვის მას 155 ქვეყანაში 59,000-ზე მეტი რესტორანი ჰქონდა გახსნილი. მისი ბრენდის ქვეშ ერთიანდებიან: KFC, Pizza Hut, და Taco Bell. სწორედ ეს კომპანიები ქმნიან საუკეთესო რესტორნებს, რომლებიც სხვადასხვა სახის, მრავალფეროვან საკვებს აწარმოებენ.
Pizza Hut ბაზარზე 19,850 რესტორნით არის წარმოდგენილი. მისი გაყიდვების დაახლოებით 41% აშშ-ზე მოდის. ამასთან, კომპანიას დიდი წარმომადგენლობა აქვს ჩინეთში — ეს ქვეყანა გაყიდვების 18%-ით არის წარმოდგენილი. კომპანია სწრაფად ვითარდება და 2024 წლისთვის მსოფლიოს მასშტაბით დამატებით 236 ახალი რესტორნის გახსნას გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ Pizza Hut-ის აქციების შეძენა შესაძლებელი არ არის, შეგიძლია Yum! Brands-ის ფასიანი ქაღალდებით დაინტერესდე.
ამჟამად YUM-ის ერთი აქციის ფასი 133.36 დოლარია. მისი ფასიანი ქაღალდების ღირებულება ბოლო ერთ წელში 12%-ით არის გაძვირებული. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 37.496 მილიარდი დოლარია.
საქართველოს ბანკის მობილბანკში 6000-მდე ცნობილი კომპანიის აქციის შეძენა არის შესაძლებელი. შენც შეგიძლია დაიწყო ინვესტირება ნებისმიერი თანხით და გახდე ისეთი ცნობილი კომპანიების აქციონერი, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა.
ამასთან, თუ ოქტომბერში მობილბანკის ინვესტიციების მოდულში დარეგისტრირდები, პირველი თვის მომსახურებისა და ტრანზაქციების საკომისიოზე 5 დოლარამდე ქეშბექი დაგერიცხება.
*ეს არ არის ფინანსური რჩევა
თუ ამ სტატიაში განხილული თემებით ხარ დაინტერესებული, შემოგვიერთდი ჯგუფში ინვესტიციები და გაიგე მეტი აქციებით ვაჭრობის შესახებ.
კომენტარები