ვოლვო ქარ საქართველოს მექანიკოსი Vista Competition 2024-ის გამარჯვებულია
ფოტო: თეგეტა
VOLVO-ს საერთაშორისო კონკურსში Vista Competition 2024-ში ვოლვო ქარ საქართველოს მექანიკოსმა გიორგი ბეგიაშვილმა პირველი ადგილი დაიკავა და ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. დიაგნოსტირება და პრობლემის უმოკლეს დროში აღმოფხვრა — ეს იყო დავალება, რომელსაც მექანიკოსმა საქართველოდან თავი წარმატებით გაართვა. გიორგისთან ერთად, გუნდში ვოლვო ქარ აზერბაიჯანის მექანიკოსი რაუფ ხალილოვი იყო. ჯგუფს კოორდინაციას უწევდა ვოლვო კავკასიის წარმომადგენელი სანდრო დოინიცინი.
Vista Competition-ს ვოლვო ქარსი ორ წელიწადში ერთხელ მართავს და მასში მონაწილეობისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით იწვევს მექანიკოსებს. კონკურსი რამდენიმე ეტაპისგან შედგება და მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ საკითხებს.
ფოტო: თეგეტა
გიორგი ბეგიაშვილი, ვოლვო ქარ საქართველოს მექანიკოსი: "ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია ასეთ მნიშვნელოვან კონკურსში გამარჯვება. ეს ჯილდო ჩემი მიზანი იყო და მიხარია, რომ ამას მივაღწიე და ჩემი შრომა, ცოდნა კიდევ უფრო დაფასდა. თავად კონკურსი საკმაოდ მასშტაბურია და სიმულაციური დავალებაც რთული და კომპლექსური იყო. შესაბამისად, სიზუსტესა და დაკვირვებას მოითხოვდა. უნდა გვეპოვა პრობლემა, აღმოგვეჩინა ავტომობილის დაზიანებული უბნები. მხოლოდ ერთი ხარვეზის იდენტიფიცირება საკმარისი არ იყო, პრობლემა კომპლექსურად უნდა გაგვერკვია. დამატებით დაბრკოლებას ქმნიდა დრო, რომელიც მკაცრად იყო განსაზღვრული. სტრესის მიუხედავად, დავალებას თავი წარმატებით გავართვით. ეს გამარჯვება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სასიამოვნოა, რომ მაღალი კონკურენციის პირობებშიც შევძელით, საუკეთესო შედეგი გვეჩვენებინა".
Vista Competition-ის პირველი, შესარჩევი ეტაპი, ონლაინ ჩატარდა და სხვადასხვა რეგიონიდან საუკეთესო გუნდები შეირჩა. მეორე ეტაპზე, რომელიც დუბაიში გაიმართა, რეგიონის (ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა) 30 ქვეყნიდან 18 გუნდი მონაწილეობდა, საიდანაც ფინალში მხოლოდ ოთხი საუკეთესო გუნდი გავიდა.
ფინალურ ეტაპზე გადასვლამდე გუნდებს სხვადასხვა სირთულის თეორიული და პრაქტიკული დავალების შესრულება მოუხდათ. თეორიული ნაწილი მოიცავდა იმ მასალას, რომელიც მექანიკოსებს პროფესიულ ტრენინგებზე ჰქონდათ გავლილი. რაც შეეხება პრაქტიკულ ნაწილს, კონკურსის მონაწილეებს სიმულაციური ამოცანა უნდა ამოეხსნათ. გიორგი ბეგიაშვილის გუნდმა ორივე ნაწილში უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
გიორგი ბეგიაშვილს გამარჯვება თბილისში, ვოლვო ქარ საქართველოს ოფისში მიულოცეს და სიმბოლური საჩუქარიც გადასცეს. თეგეტას მენეჯმენტის გუნდმა მას მიღწეული შედეგისთვის მადლობა გადაუხადა.
ფოტო: თეგეტა
გაგა კოხრეიძე, თეგეტა ჰოლდინგის მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცრის მოადგილე: "ვოლვოს კონკურსის პრიზიორობა უკვე ნიშნავს საერთაშორისო აღიარებას და იმას, რომ ვოლვო ქარ საქართველოს პროფესიონალი და მაღალ დონეზე მომზადებული მექანიკოსები ჰყავს. Vista Competition აჯილდოებს მექანიკოსებს, რომლებსაც მოკლე დროში შეუძლიათ პრობლემის აღმოჩენა, სწორი დიაგნოზის დასმა და დაზიანების მოკლე დროში აღმოფხვრა. ასეთ მნიშვნელოვან კონკურსში ჩვენი გუნდის წევრის გამარჯვება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ შვედურ ბრენდს საქართველოსა და რეგიონში ჩვენი სახით ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი ჰყავს".
Vista Competition-ის ბოლო ეტაპი ტექნიკოსების გლობალური კონკურსი იქნება, რომელიც შვედეთში 2025 წელს გაიმართება და ერთმანეთს სხვადასხვა რეგიონიდან გამარჯვებული გუნდები შეხვდებიან. გიორგი ბეგიაშვილი ფინალური ეტაპისთვის აქტიურად ემზადება და დარწმუნებულია, რომ წარმატებას ისევ მიაღწევს, რადგან დუბაიში მოპოვებულმა გამარჯვებამ მას დიდი მოტივაცია მისცა.
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ვოლვო ქარ კავკასია 2019 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და შვედური ბრენდის ვოლვოს ოფიციალური იმპორტიორია ამიერკავკასიასა და შუა აზიაში. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური მომწოდებელია საქართველოში, უზბეკეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.
ვოლვო ქარ კავკასია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს. მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელის ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ვოლვო ქარ კავკასია უზრუნველყოფს.
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
პროკურატურის განცხადებით, არ დადასტურდა ის, რაც მთელმა ქვეყანამ ნახა, ყველამ კარგად აღიქვა — გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის განცხადებით, არ დადასტურდა ის, რაც მთელმა ქვეყანამ ნახა, ყველამ კარგად აღიქვა — გიორგი დავითაძის ადვოკატი
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
კომენტარები