ჯანსაღი ცხოვრების წესის არჩევა გვიანი არასდროსაა — რა მოხდება, თუ მოწევას დიდ ასაკში შეწყვეტთ
ცხადია, რაც მალე შეწყვეტთ მოწევას, სარგებელი მით მეტი იქნება.
ახალი კვლევის თანახმად, სიგარეტისთვის თავის დანებება, თუნდაც 75 წლის ასაკში, სიცოცხლის ხანგრძლივობას ზრდის. ეს კი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის არჩევა გვიანი არასდროს არის.
მიჩიგანის უნივერსიტეტის (U-M) საზოგადოებრივი ჯანდაცვის მეცნიერები აცხადებენ, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობის გასაზრდელად სიგარეტისთვის თავის დანებება ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია. ამაზე მეტყველებს ბოლო კვლევაც.
კვლევები აჩვენებს, რომ თუ დღეში 30 ღერ სიგარეტს ვეწევით, ამით უახლოეს 25 წელიწადში სიკვდილის რისკს 21%-ით ვზრდით.
თუმცა, მხოლოდ ეს არ არის. ბოლო კვლევის თანახმად, მოწევისთვის თავის დანებება ნებისმიერ ასაკში შეიძლება და ეს ყველაფერი ჩვენს ჯანმრთელობაზე მალევე ისახება.
მკვლევრების შეფასებით, 35-იდან 75 წლამდე ასაკის ადამიანებში სიგარეტისთვის თავის დანებება მნიშვნელოვან შედეგებს იძლევა.
აღმოჩნდა, რომ თუ თქვენ სიგარეტის მოწევას 35 წლის ასაკში შეწყვეტთ, შანსი გეძლევათ საშუალოდ 8 წლით უფრო დიდხანს იცოცხლოთ.
დასკვნები თანხვედრაშია კანადისა და ნორვეგიის მკვლევრების წინა შედეგებთან. თუმცა, ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ეფექტი მნიშვნელოვანია ხანდაზმულების შემთხვევაშიც. მეტიც, ასეთ შემთხვევაში თქვენი სიცოცხლე შეიძლება 4 წლითაც გახანგრძლივდეს.
ცხადია, ყველაზე მეტი სარგებელი მაშინ არის, როდესაც სიგარეტს შედარებით პატარა ასაკში ანებებთ თავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხანდაზმულ ასაკში მოწევის შეწყვეტას აზრი არ აქვს.
კვლევა ჟურნალ American Journal of Preventive Medicine-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები