გაიცანით ჰენრი, 123 წლის ნიანგი, რომელსაც 10 000-ზე მეტი შთამომავალი ჰყავს
123 წლის ჰენრი ყველაზე ასაკოვანი ნიანგია მსოფლიოში. მას სექსუალური ცხოვრებაც გამორჩეული აქვს და ათასობით შთამომავალი ჰყავს.
ამ პერიოდის განმავლობაში ჰენრი ზომაში იზრდებოდა და ახლა მისი სიგრძე 5 მეტრია. რაც შეეხება წონას, ჰენრი 700 კილოგრამს იწონის.
კონტექსტისთვის, ნილოსის ნიანგი სიგრძეში 4 მეტრამდე იზრდება და დაახლოებით 410 კილოგრამს იწონის. მიუხედავად ამ ნიანგების სახელისა, სახეობა აფრიკაში ფართოდაა გავრცელებული.
სამხრეთ აფრიკის Crocworld-ის კონსერვაციის ცენტრის თანახმად, ჰენრი 1900 წელს ბოტსვანაში დაიბადა. ის ოკავანგოს ჭაობებში 1985 წლიდან ცხოვრობს.
Crocworld-ში ცხოვრების შემდეგ, ჰენრი მინიმუმ 6 მდედრს შეუწყვილდა, რის გამოც მას ახლა 10 000-მდე შთამომავალი ჰყავს.
მისი დაბადების დღე 16 დეკემბერს აღინიშნება, ამიტომ ჰენრი სულ მალე 124 წლის გახდება. თუმცა, რადგან ნიანგი ველურ ბუნებაში გაჩნდა, მისი დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია.
ბრიტანული სატელევიზიო შოუს Killer Crocs with Steve Backshall-ის მიხედვით, ჰენრი 1903 წელს სპილოებზე მონადირემ დაიჭირა. მას სერ ჰენრი ერქვა და ნიანგის სახელის აქედან მომდინარეობს.
ჰენრი გამორჩეული ნიანგია და თავის ამჟამინდელ ჰაბიტატს მეორე, ასევე ასაკოვან ნიანგთან ინაწილებს. ჰენრის მეგობარი ნიანგი სახელად კოლგეიტი 90 წლისაა.
ცნობილი ფაქტია, რომ ნიანგებს 100 წლამდე სიცოცხლე შეუძლიათ. არიან მკვლევრები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ნიანგებს ბევრად დიდხანს სიცოცხლის უნარიც შესწევთ. ჰენრიზე დაკვირვება ამაზე ბევრად მეტს გვეტყვის.
კომენტარები