სად არიან უცხოპლანეტელები? შესაძლოა, მათ პლანეტაზე კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემები იყოს — დაახლოებით ისეთივე, როგორიც ეს ჩვენთან.

მეცნიერებს აინტერესებდათ, თუ რამდენ ხანს შეიძლება გაძლოს ცივილიზაციამ, თუ მისი მკვიდრები ენერგიის მოხმარების იგივე ტემპს შეინარჩუნებენ, როგორსაც ჩვენ.

მკვლევრებმა ამისთვის კომპიუტერული სიმულაციები შექმნეს. შედეგები დამაიმედებელი არ არის — კვლევამ აჩვენა, რომ ასეთი ცივილიზაციები 1000 წელიწადში იღუპებოდა. სიმულაციებში პლანეტები ზედმეტად ცხელდებოდა, რათა იქ რაიმე ცივილიზაციას ეარსება. ეს მაშინაც ხდებოდა, თუ ცივილიზაცია (მოგვიანებით) განახლებად ენერგიაზე გადადიოდა.

საქმე ეხება სითბოს ნარჩენებს. თერმოდინამიკის მეორე კანონის წყალობით, მცირე რაოდენობით სითბო ყოველთვის გამოიყოფა პლანეტის ატმოსფეროში, მიუხედავად იმისა, თუ რა ენერგიის წყაროს ვიყენებთ — იქნება ეს ბირთვული, მზისა თუ ქარის.

"გაჟონვა შეიძლება იყოს მცირე, მაგრამ თუ ის დიდხანს გრძელდება, საბოლოოდ ყველაფერი ცუდად დამთავრდება. დაახლოებით ასე ხდება ენერგიის მოხმარების მხრივაც", — განუცხადა LiveScience-ს კვლევის თანაავტორმა, მანასვი ლინგამმა.

მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ამან შეიძლება ფერმის პარადოქსი გადაჭრას. ფერმის პარადოქსი ეხება აშკარა წინააღმდეგობას არამიწიერი სიცოცხლის არსებობის არანაირ მტკიცებულებასა და მის ძალიან დიდ ალბათობას შორის.

"ცივილიზაციების განვითარებას, შესაძლოა, კლიმატის ცვლილებები უშლიდეს. რაც უფრო მეტ ენერგიას მოიხმართ, მით უფრო ჩქარდება კლიმატის ცვლილება", — აღნიშნულია კვლევაში.

თუმცა, ეს სიმულაციები ემყარება იმ ვარაუდს, რომ ჩვენი ენერგეტიკული მოთხოვნილებები მუდმივად იზრდება — საშუალოდ წელიწადში დაახლოებით ერთი პროცენტით.

და მაინც, რა მოხდება თუ მალე სრულად განახლებად ენერგიაზე გადავალთ? ასეთ შემთხვევაში პერსპექტივა ბევრად ნათელია.

მკვლევრები ამბობენ, რომ განახლებად ენერგიაზე გადასვლა უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ესეც გვიანი იყოს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.