ქართული სტარტაპი SizmarAI კომპანია Microsoft-ის პარტნიორი გახდა
ქართული სტარტაპი SizmarAI ტექნოლოგიური კომპანია Microsoft-ის პარტნიორი გახდა! ეს პლატფორმა ხელოვნურ ინტელექტს იყენებს და შეუძლია, ვიდეოები ჩვენი სიტყვიერი მითითებების საფუძველზე შექმნას.
ასევე იხილეთ: SizmarAI სატესტო რეჟიმში უკვე ხელმისაწვდომია — სასურველი კადრების შექმნა ყველას შეგვიძლია
ცნობილია, რომ Microsoft სხვადასხვა AI სტარტაპს ხშირად უჭერს მხარს, ამიტომ SizmarAI-ს დამფუძნებლები კომპანიას დაუკავშირდნენ და თავიანთი პროდუქტი გააცნეს. 27 სექტემბერს უკვე მათი წარმატების შესახებ შევიტყვეთ:
"დღეიდან Microsoft-ის დახმარებით უფრო სწრაფად გავემართებით ჩვენი დიადი მიზნებისკენ!", — ფეისბუკზე დაწერა SizmarAI-მ.
გიორგი ხატიაშვილმა, სტარტაპის თანადამფუძნებელმა, NEXT.On.ge-სთან საუბრისას განაცხადა, რომ "თანამშრომლობის ფარგლებში მათ ქლაუდ და სხვა რესურსებს გამოიყენებენ უფასოდ", რათა თავიანთი მანქანური დასწავლის მოდელი დახვეწონ და განავითარონ.
SizmarAI-ს სერვისი ხელმისაწვდომი პირველად 2024 წლის ივლისში გახდა. მისი მეშვეობით სასურველი ვიდეოების შექმნას ამ ბმულიდან შეძლებთ.
თუ წამოწყებაზე მეტის გაგება გსურთ, შეგიძლიათ ჩვენს პოდკასტს მოუსმინოთ:
კომენტარები