თუ ავტომობილი გიყვარს, მის მოვლასაც ხელოვნებად აღიქვამ — თეგეტა მოტორსის საზაფხულო კამპანია
ფოტო: თეგეტა
ავტომობილის მოვლის ხელოვნება — ვისაც ეს სიტყვათა შეთანხმება ეუცხოება, ლევან ზენაიშვილისა და Toyota Corolla-ს 32-წლიანი მეგობრობის ისტორიას უნდა გაეცნოს. ან გაგა კოხრეიძეს ჰკითხოს, საკუთარი ხელით რომ უვლის საკოლექციო, უკვე ვინტაჟურ ავტომობილებს. გამონაკლისი არც თეგეტას მექანიკოსი და ავტომრბოლელი ლიკა მაისურაძეა, მანქანების სიყვარული პროფესიად რომ აქცია და სამუშაოდაც ის ადგილი იპოვა, სადაც მიაჩნიათ, რომ ავტომობილის მოვლა შეიძლება ხელოვნებას უტოლდებოდეს. ვინც თეგეტა მოტორსის საზაფხულო კამპანიას თვალს ადევნებდა, ამ ადამიანებსაც ადვილად ამოიცნობს. კომპანიამ, რომელიც უკვე თითქმის 30 წელია, მომხმარებელს სრულ საავტომობილო მომსახურებას სთავაზობს, სეზონური მესიჯების გასახმოვანებლად ამჯერადაც შემოქმედებითი გადაწყვეტა აირჩია.
ვახტანგ მძინარაშვილი, თეგეტა მოტორსის საავტომობილო პროდუქტებისა და სერვისების მიმართულების მარკეტინგის ხელმძღვანელი: "ავტომობილის სეზონურად მომზადება იმ კულტურული პროცესის ნაწილია, რომლის დანერგვასაც თეგეტა მოტორსი დიდი ხანია ხელს უწყობს და სხვადასხვა აქტივობითა თუ კამპანიით ახალისებს. ამჯერადაც, საზაფხულო კამპანიის ფარგლებში, გვინდოდა, კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა როგორც ჩვენი მომხმარებლებისთვის, ისე, ზოგადად, ავტომფლობელებისათვის, რომ მანქანის პერიოდული შემოწმება, განსაკუთრებით შორ მანძილზე მოგზაურობის წინ, ძალიან მნიშვნელოვანია და მთავარს — ჩვენი და ჩვენი გარშემომყოფების სიცოცხლესა და უსაფრთხოებას უკავშირდება.
საბოლოოდ, ჩვენი მთავარი მიზანია, ეს გზავნილები და მოწოდებები ჩვენი თანამოქალაქეების ქცევაში გადაიზარდოს. წლებია თეგეტა მოტორსი ამ საქმეს ემსახურება და დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში პროგრესი ამ მიმართულებით აშკარაა".
კამპანიის ფარგლებში შეიქმნა ვიდეორგოლი, რომელიც გვიჩვენებს, რომ მოგზაურობის ხელოვნებაც შეიძლება სწორედ ავტომობილის მოვლით იწყებოდეს. ვიდეოკადრები ასახავს იმ შთამბეჭდავ მომენტებს, გამართული ავტომობილით მოგზაურობისას რომ ჩნდება.
თეგეტა მოტორსის ზაფხულის კამპანიამ პერსონალური ისტორიებიც გააერთიანა.
მომზადდა პოსტერების სერიაც. ფოკუსში ის საავტომობილო პროდუქტები მოექცა, რომელთა გამართულობის შემთხვევაშიც მოგზაურობა უსაფრთხო თავგადასავლად იქცევა. ესენია საბურავი, აკუმულატორი, სამუხრუჭე ხუნდები და ძრავის ზეთი. პოსტერებს მცირე განმარტებებიც დაერთო, იმის შესახებ, თუ რატომ არის აუცილებელი კონკრეტულ საავტომობილო ნაწილებზე ყურადღების გამახვილება და რა გავლენას ახდენს მათზე ტემპერატურის მატება. ამის პარალელურად, მთელი კამპანიის ფარგლებში თეგეტა მოტორსის მომხმარებლები სავალი ნაწილის უფასო შემოწმებით სარგებლობდნენ.
ფოტო: თეგეტა
ავტოინდუსტრიისა და ხელოვნების სინთეზის პირველი მცდელობა თეგეტა მოტორსის გაზაფხულის კამპანია იყო, სადაც ავტომობილის მოვლის ხელოვნებაზე მოძრავი პოსტერები გაკეთდა. ლოგიკური გაგრძელება უკვე ცხელ სეზონზე, ზაფხულში მოჰყვა. უცვლელი კონცეფციით, რომ ავტომობილის მოვლა ხელოვნებაა.
.
.
.
.
.
.
.
.
ცხელ სეზონთან ერთად, თეგეტა მოტორსის საზაფხულო კამპანიაც დასრულებულია. წინ ახალი, გარდამავალი სეზონია, რაც საყვარელ ავტომობილთან ერთად მოგზაურობაზე უარის თქმას სულაც არ ნიშნავს. მთავარი დამოკიდებულებაა — შეხედავ ყოველდღიურობას, როგორც რუტინას, თუ საზრუნავსა და საქმიანობას თავგადასავლად აქცევ.
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
-
პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს
გადახედვა
-
რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება
გადახედვა
-
Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ" ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ"
გადახედვა
-
გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ" გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ"
გადახედვა
-
"დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს" დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს"
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
კომენტარები