Zoom-ის ვიდეოკონფერენციებში მონაწილეობის მიღებას ერთდროულად მილიონი ადამიანი შეძლებს
ვიდეოკონფერენციების პლატფორმა Zoom-ს ახალი ფუნქცია ემატება. კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათ ვიდეოკონფერენციებში მონაწილეობას ერთდროულად მილიონი ადამიანი შეძლებს.
ეს ხდება მას შემდეგ, რაც პოლიტიკურმა ჯგუფებმა ვიცე-პრეზიდენტ კამილა ჰარისის საარჩევნო კამპანიისთვის ფულის შესაგროვებლად ონლაინ ვიდეო კონფერენციები გამოიყენეს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სიახლე პოლიტიკურ ჯგუფებს წინასაარჩევნო კამპანიების ჩატარებაში დაეხმარება.
კონფერენციის შექმნისას შესაძლებელი იქნება რაოდენობის მითითება. ყველაზე ძვირიანი პაკეტი კი ბუნებრივია მილიონიანი აუდიტორია იქნება. ასეთ შემთხვევაში ერთჯერადი ვებინარის დაჯავშნა 100 000 დოლარი დაჯდება.
კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მსგავსი ფუნქციის გამოყენება ყველას შეეძლება, მათ შორის ცნობად სახეებს თავიანთ გულშემატკივრებთან შესახვედრად.
საწყის ეტაპზე ფუნქცია მხოლოდ აშშ-ში იქნება ხელმისაწვდომი.
კომენტარები