ასტრონომები ჩვენს გალაქტიკაში მოძრავ უცნაურ ობიექტს სწავლობენ, რომელიც საათში 1.6 მილიონ კილომეტრს ფარავს.

ასტრონომებმა ეს ობიექტი პირველად მაშინ აღმოაჩინეს, როდესაც NASA-ს Backyard Worlds Planet 9 პროექტზე მუშაობდნენ. მას შემდეგ 14 წელზე მეტი გავიდა და ახლა მეცნიერებმა ობიექტზე ბევრად მეტი იციან.

რა არის ეს ობიექტი?

NASA-ს მკვლევრები თვლიან, რომ ობიექტი CWISE J124909.08+362116.0 ოდესღაც სხვა უფრო დიდ ციურ სხეულთან იყო დაკავშირებული. დამოუკიდებელი ციური ობიექტისთვის CWISE-ს მცირე მასა აქვს. NASA-ში ფიქრობენ, რომ ეს შეიძლება იყოს პატარა ვარსკვლავი, ან ყავისფერი ჯუჯა. შესაძლებელია, რომ ობიექტი ოდესღაც თეთრი ჯუჯას თანმხლები იყო და შემდეგ ზეახალად გარდაიქმნა. ზეახალად გარდამქმნელ აფეთქებას შეიძლება ობიექტი გაეტყორცნა და ეს თუ ასეა, ასეთი დიდი სიჩქარეც ამით აიხსნება.

საიდან მოვიდა?

ამ ობიექტის წარმოშობის სხვა თეორიებიც არსებობს. ჰავაიში W. M. Keck ობსერვატორიისგან მიღებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ეს უცნაური ობიექტი ძალიან ძველია. მკვლევრების ნაწილი მიიჩნევს, რომ ობიექტი გალაქტიკის პირველი თაობის ვარსკვლავებიდან უნდა წარმოქმნილიყო.

ეს ნიშნავს, რომ ობიექტი ასობით მილიონი წლისაა და რაც საინტერესოა, მისი გაჩენა შეიძლება შავ ხვრელთანაც იყოს დაკავშირებული. მკვლევრების თქმით, შესაძლოა ობიექტი შავი ხვრელების წყვილს გადააწყდა და მათმა გრავიტაციამ ის შორს გატყორცნა.

"როდესაც ვარსკვლავი შავი ხვრელის ორობით სისტემაში ხვდება, ამ სამი სხეულის ურთიერთქმედების კომპლექსურ დინამიკას ობიექტის შორს გატყორცნა შეუძლია", — ამბობს ასტრონომი კაილ კრემერი.

მეცნიერებს ამ მიმართულებით კვლევების გაგრძელება სურთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.