თეგეტა ჰოლდინგი და რინგოვეტი მიუსაფარი ცხოველების გადასარჩენად
ფოტო: თეგეტა
ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს ჯანმრთელობის პრობლემები ხშირად შეჰქმნიათ; დაშავებული ძაღლი თუ კატა ქუჩაშიც ბევრჯერ გვინახავს და დახმარების სურვილიც გაგვჩენია. თუ აქამდე ერთადერთი გამოსავალი მათი უახლოეს ვეტერინარულ კლინიკაში გადაყვანა იყო, მალე ცხოველების დასახმარებლად ალტერნატიული გზაც გამოჩნდება. რინგოვეტი პირველადი სასწრაფო ვეტერინარული დახმარებაა, რომელიც სატესტო რეჟიმში სექტემბრიდან ამოქმედდება.
რინგოვეტი პირველ ეტაპზე შეზღუდული რესურსით იმუშავებს, თუმცა, გეგმის მიხედვით, მალე მთელ თბილისს დაფარავს. ამოქმედდება მობილური აპლიკაციაც. ცხოველების სასწრაფო დახმარების სამსახური 24-საათიანი იქნება და მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ვეტექიმი ადგილზე გამოიძახოს, ანუ ყველგან, სადაც ძაღლებსა და კატებს სპეციალისტის დახმარება დასჭირდებათ.
მყისიერი ვეტერინარული სერვისის უზრუნველსაყოფად აუცილებელი პირობა შესაბამისი ტრანსპორტით აღჭურვა იყო. ცხოველებზე ზრუნვისთვის რინგოვეტს 2022 წელს გამოშვებული NIU-ს ელექტროსკუტერი — NQI sport — თეგეტა ჰოლდინგმა გადასცა.
ფოტო: თეგეტა
თათია ხორბალაძე, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: "რინგოვეტის უმთავრესი მიზანი მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა და მათი გადარჩენაა. ამ ინოვაციურ ტექნოლოგიურ სტარტაპს თეგეტამ მხარდაჭერა პირველივე დღიდან გამოუცხადა. ასეთი სერვისი ჩვენს ქვეყანაში აქამდე არ არსებობდა, ამიტომ სიხარულით შევუერთდით ამ წამოწყებას. ჩვენი კონტრიბუციის მიზანია, ორგანიზაციის ვეტექიმებს ოპერატიულად გადაადგილებაში დავეხმაროთ. სწორედ ამ მიზნით გადავეცით რინგოვეტს ელექტროსკუტერი — სწრაფი და ეკოლოგიური სატრანსპორტო საშუალება.
თეგეტასთვის საზოგადოებასა და გარემოზე ზრუნვა კორპორაციული მდგრადობის მნიშვნელოვანი ნაწილია. მიუსაფარი ცხოველებიც ამ გარემოს ნაწილი არიან და მათთვის დახმარების აღმოჩენა მნიშვნელოვანია. მიუსაფარი ცხოველების გადასარჩენად საზოგადოებას გადამწყვეტი როლი აკისრია, ამიტომ რინგოვეტის მსგავს სოციალურ საწარმოებს სხვა ბიზნესებისა და საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. ამის საშუალებას კი ნებისმიერ მსურველს დონაციის პლატფორმა Tegeta.care-ის საშუალებით ვაძლევთ."
რინგოვეტის მიზანია, მომხმარებლებმა მაქსიმალურად მარტივად შეძლონ ვეტექიმის გამოძახება გეგმური თუ სასწრაფო საჭიროებებისთვის, თავიდან აირიდონ კლინიკაში ვიზიტი და დაზოგონ დრო. რინგოვეტი იქნება პირველადი სასწრაფო ვეტერინარული დახმარება ადგილზე გამოძახებით, როგორც შინ მცხოვრები, ისე მიუსაფარი ცხოველებისთვის. სასწრაფო დახმარება პირველ ეტაპზე თბილისის ფიქსირებულ არეალს მოიცავს: ვერაზე განთავსდება დეპო, რომელიც 5 კილომეტრის რადიუსს დაფარავს. რინგოვეტის ვეტექიმი გამოძახებებზე თეგეტას გადაცემული ელექტროსკუტერით ივლის.
ფოტო: თეგეტა
ნესტან მამაცაშვილი, რინგოვეტის დამფუძნებელი: "რინგოვეტის შექმნის იდეა 3 წლის წინ გამიჩნდა და მას მერე მის განხორციელებაზე ვმუშაობ. ევროკავშირისგან ორი გრანტის მიღება უკვე შევძელით. სწორედ აღნიშნული გრანტებითა და კერძო შემოწირულობებით მოვახერხეთ რინგოვეტის ბრენდინგი. გავმართეთ აპლიკაცია როგორც ტექნიკურად, ასევე ვიზუალურად.
თავდაპირველად გამოძახება გვექნება არასასწრაფო მიმართულებით, რადგან აპლიკაციის სრულფასოვნად ამუშავებას დამატებთი ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება. პირველ ეტაპზე რინგოვეტის მომსახურება ყოველდღიურად 18-დან 23 საათამდე იქნება ხელმისაწვდომი, მალე კი 24-საათიან მომსახურებაზე გადავალთ. პროექტის მთავარი მისია მიუსაფარი ცხოველების სამსახურში ყოფნაა. ვფიქრობ, ძალიან დროული და მნიშვნელოვანი პროექტია. ქვეყანაში არასახარბიელო ვითარებაა: ბოლო კვლევებით, საქართველოში მიუსაფარი ცხოველების რაოდენობამ ნახევარ მილიონს მიაღწია. მჯერა, „რინგოვეტის“ პატარ-პატარა ნაბიჯებით არსებულ ვითარებას მნიშვნელოვნად შევცვლით და ამ სავალალო სტატისტიკასაც გავაუმჯობესებთ. ამ გზაზე კი ძალიან მნიშვნელოვანია თეგეტას მსგავსად კერძო კომპანიების ჩართულობა და მხარდაჭერა."
მობილური აპლიკაციის ამოქმედების შემდეგ მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, 24/7 გამოიძახონ ან წინასწარ დაჯავშნონ ვეტერინარის ვიზიტი დედაქალაქის მასშტაბით სასურველ ადგილზე - ბინაზე თუ საველე პირობებში, გაიარონ ვიდეოკონსულტაცია, მიიღონ რეკომენდაციები და დანიშნულება ვეტექიმისგან. სასწრაფო დახმარების ჯგუფი დაშავებულ მიუსაფარ ცხოველს უმკურნალებს და პროფილაქტიკურ აცრებსაც ჩაუტარებს, ეს კი ქუჩაში გადაადგილებას უფრო უსაფრთხოს გახდის და ცხოველების ყოფასაც გააუმჯობესებს.
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე. თქვენ ხართ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე. თქვენ ხართ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე მსჯავრდებული გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე მსჯავრდებული გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა

კომენტარები