ამიერიდან შეგვეძლება, ინსტაგრამზე თითო პოსტად 20-ამდე ფოტო თუ ვიდეო ავტვირთოთ. ინფორმაციას თავად Instagram ავრცელებს.

კარუსელის ფუნქცია ინსტაგრამზე რამდენიმე ფოტოსა და ვიდეოს ერთდროულად ატვირთვის საშუალებას გვაძლევს, შიგთავსის დათვალიერება კი სლაიდების გადაფურცვლითაა შესაძლებელი. სლაიდების მაქსიმალური რაოდენობა აქამდე 10 იყო, თუმცა დღეიდან ეს ზღვარი 20-ამდე გაიზრდება.

ფოტო: Instagram

ცნობისთვის, კარუსელები ინსტაგრამს 2017 წელს დაემატა. მას თანდათანობით არაერთი ფუნქცია დაამატა. მაგალითად, შესაძლებელია, რომ თითოეული სლაიდი ცალკე სიმღერასთან შევაწყვილოთ; დავდოთ კოლაბორაციული პოსტები, რომელთაც სხვა მომხმარებლებიც დაამატებენ შიგთავსს. ამ უკანასკნელისთვის, შესაძლოა, რაოდენობის ზღვრის გაზრდა განსაკუთრებით გამოსადეგი იყოს.

ცნობისთვის, ამ ნაბიჯით ინსტაგრამი გარკვეულწილად TikTok-ს ემსგავსება. ამ უკანასკნელის შემთხვევაში ერთდროულად 35 ფოტოს ატვირთვაა შესაძლებელი. მართალია, ტიკტოკი თავიდან მხოლოდ მოკლე ვიდეოების პლატფორმა იყო, თუმცა ამ სოციალურ ქსელში ფოტოების საკმაოდ მალე გამოჩნდა, ზოგიერთი მომხმარებელი კი ამბებს სწორედ გადასაფურცლი სლაიდების მეშვეობით ჰყვება.

Instagram ახალი ფუნქციის ჩაშვებას დღეიდან იწყებს გლობალურად.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.