თურქეთმა ინსტაგრამი დაბლოკა — აკრძალვის მიზეზი და ხანგრძლივობა უცნობია
თურქეთში პლატფორმა ინსტაგრამი დაიბლოკა. მიუწვდომელია Instagram-ის მობილური აპლიკაციაც. ინფორმაცია ქვეყნის საინფორმაციო ტექნოლოგიების რეგულატორმა გაავრცელა, თუმცა აკრძალვის მიზეზი და ხანგრძლივობა არ დაუკონკრეტებია.
ცნობისთვის, წინა დღით ფაჰრეთინ ალტუნმა, თურქეთის კომუნიკაციების წარმომადგენელმა, Instagram გააკრიტიკა. მისი თქმით, პლატფორმა მომხმარებლებს საშუალებას არ აძლევს, ისმაილ ჰანიეს (პალესტინის სამხედრო ჯგუფის, ჰამასის, მნიშვნელოვანი წარმომადგენელი) მკვლელობის საპასუხოდ მისასამძიმრებელი პოსტები დაწერონ. "ეს ცენზურაა, წმინდა და მარტივი", — დაწერა ალტუნმა და დაამატა, რომ Instagram-ს მიზეზად წესების რაიმე დარღვევა არ დაუსახელებია.
Meta-ს, Instagram-ის მშობელ კომპანიას, ამჟამად კომენტარი არ გაუკეთებია არც ინსტაგრამის დაბლოკვის და არც ალტუნის მტკიცების შესახებ.
თურქეთის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის ორგანომ (BTK) გადაწყვეტილების შესახებ თავისივე ვებსაიტიდან გვამცნო 2 აგვისტოს.
კომენტარები