თიბისის ხუთშაბათის შეხვედრები — კრიზისის მენეჯმენტი
ფოტო: თიბისი
ხუთშაბათის შეხვედრები — ასე ჰქვია პანელური დისკუსიების სერიას, რომელსაც თიბისი ბიზნესი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად თვეში ერთხელ, ხუთშაბათობით მართავს.
პროექტი უკვე რამდენიმე თვეა marketer.ge-სთან და visa-სთან კოლაბორაციით ხორციელდება.
შეხვედრების მთავარი მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაა. მრგვალი მაგიდის ირგვლივ მოწვეული სტუმრები აუდიტორიას გულწრფელად უზიარებენ თავიანთ მიდგომებს ბიზნესის მართვის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, ბრენდის განვითარება, მარკეტინგი, კომპანიის მართვის სტილი და ა.შ.
ფოტო: თიბისი
ხუთშაბათის შეხვედრების სერია გასული წლის ოქტომბერში დაიწყო, ხოლო ბოლო, რიგით მეშვიდე შეხვედრა სულ ახლახანს, 11 ივლისს ჩატარდა.
მრგვალი მაგიდის ირგვლივ დისკუსია ამჯერად კრიზისების მართვის სპეციალისტებმა გამართეს. დისკუსია შეეხებოდა ყველა ბიზნესისთვის ისეთ მნიშვნელოვან თემას, როგორიცაა კრიზისის მენეჯმენტი — უფრო კონკრეტულად კი, რა სტრატეგიებს ირჩევენ კომპანიები კრიზისის გადასაჭრელად, რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით რა გამოცდილება დაგროვდა ამ მიმართულებით ქართულ ბიზნესში.
დიზაინ ინსტიტუტის დამფუძნებელი, ნინო ეგაძე აღნიშნავს, რომ კრიზისის მართვის მიმართულებით მსგავსი ტიპის შეხვედრების არსებობა მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კომპანიებს ხშირად არ აქვთ რისკების დაზღვევის რესურსი და მზაობა. შესაბამისად, კრიზისის მენეჯმენტში სხვისი გამოცდილების გაზიარება ბრენდის მხრიდან ნაკლებ შეცდომას ნიშნავს.
“მიხარია, რომ მუდმივად გვეძლევა საშუალება თიბისის დახმარებით მცირე და საშუალო ბიზნესებს, ასევე დიდ ბიზნესებს კონსულტაცია გავუწიო, რადგან აუცილებელი მგონია, რა ცოდნაც გაგვაჩნია, მაქსიმალურად გავუზიაროთ ერთმანეთს. ვფიქრობ, ეს შეხვედრის მსმენელებისთვისაც საინტერესოა.“
ფოტო: თიბისი
ჯეპრას უფროსი კონსულტანტი, კახა მაღრაძე აღნიშნავს, რომ მისთვის განსაკუთრებით კომფორტული და საინტერესო ხუთშაბათის შეხვედრების ფორმატია, რომელიც ჯანსაღი დისკუსიის საშუალებას იძლევა.
“აქ ბევრი ვისაუბრეთ ღირებულებებზე, საზოგადოების განვითარებაზე და ა.შ, თუმცა, მთავარი პრობლემა კამათის და დისკუსიის ნაკლებობა მგონია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ისეთი სივრცის არსებობა, სადაც ნაკლებად დავუპირისპირდებით ერთმანეთს. რაც უფრო ბევრს ვიფიქრებთ, ვიკამათებთ, განვითარების მით მეტი შესაძლებლობა გაჩნდება. ხუთშაბათის შეხვედრების ფორმატი კი ამის საშუალებას იძლევა.“
როგორც ინტეგრირებული კომუნიკაციების ექსპერტი, თინათინ სტამბოლიშვილი გვიზიარებს, მისთვის ხუთშაბათის შეხვედრები ახალი გამოცდილება და ძალიან კარგი საშუალებაა იმ აუდიტორიის გასაცნობად, რომელთანაც საერთო მიზნები და ღირებულებები აკავშირებს.
“შეხვედრის თავისუფალი, ღია ფორმატი აუდიტორიას და სპიკერებს საშუალებას გვაძლევს, ერთმანეთისგან ვისწავლოთ.“
ფოტო: თიბისი
ღონისძიებების სერიის რიგით მეშვიდე შეხვედრაზე სპიკერები იყვნენ:
- ნინო ეგაძე — დიზაინ ინსტიტუტის დამფუძნებელი
- კახა მაღრაძე — ჯეპრას უფროსი კონსულტანტი
- თინათინ სტამბოლიშვილი — ინტეგრირებული კომუნიკაციების ექსპერტი
თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრები მრგვალი მაგიდის ირგვლივ მომდევნო თვეში დაბრუნდება და მსმენელს კიდევ უფრო მეტ, საინტერესო თემას და სიახლეს შესთავაზებს.
-
ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლება დაიწყო ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლება დაიწყო
გადახედვა
-
OC Media: აზერბაიჯანში ჰიჯაბებთან დაკავშირებით პროტესტია — ვრცელდება ცნობები სოცქსელების დაბლოკვის შესახებ OC Media: აზერბაიჯანში ჰიჯაბებთან დაკავშირებით პროტესტია — ვრცელდება ცნობები სოცქსელების დაბლოკვის შესახებ
გადახედვა
-
კაია კალასი: ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა, მაგრამ მათ ამას "ქართული ოცნება" სისტემატურად ართმევს კაია კალასი: ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა, მაგრამ მათ ამას "ქართული ოცნება" სისტემატურად ართმევს
გადახედვა
-
ხვალ, EU უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის ხვალ, EU უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის
გადახედვა
-
სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმიდან მოსამართლე მანანა კობახიძის თვითგანრიდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმიდან მოსამართლე მანანა კობახიძის თვითგანრიდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
გადახედვა
-
Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
-
საქართველოს განადგურების მოწოდებისა და ქართველების შეურაცხყოფისთვის რუსეთში მოქალაქე 10 000 რუბლით დააჯარიმეს საქართველოს განადგურების მოწოდებისა და ქართველების შეურაცხყოფისთვის რუსეთში მოქალაქე 10 000 რუბლით დააჯარიმეს
გადახედვა
-
როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს
-
ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა
გადახედვა
-
უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შემდეგ, Yandex-ს შესაძლოა აღჭურვილობის შესაცვლელად ექვსი თვე დასჭირდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შემდეგ, Yandex-ს შესაძლოა აღჭურვილობის შესაცვლელად ექვსი თვე დასჭირდეს
გადახედვა
-
მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია
-
როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე
გადახედვა
-
"მცხეთობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება "მცხეთობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
გადახედვა
-
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა
გადახედვა
-
Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია
გადახედვა
-
თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის
გადახედვა
-
POG: რუსთავის N6-ე ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა POG: რუსთავის N6-ე ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია 10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია
გადახედვა
-
რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა? რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა?
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
გადახედვა
კომენტარები