ომეგა-3 აგრესიას 28%-ით ამცირებს — კვლევა
ბოლო დროს უფრო აგრესიული ჰო არ ხართ? თუ ასეა, მგონი ომეგა-3 უნდა სცადოთ.
ითვლება, რომ ომეგა-3, ცხიმოვანი მჟავების კომპლექტი, სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.
ასევე: რატომ ვბრაზდებით და რა ხდება ამ დროს ჩვენს ორგანიზმში
და, აი, ახლა ახალი კვლევის თანახმად, ეს საკვებ დანამატი აგრესიასაც ამცირებს.
ამ აღმოჩენას გარკვეული წინაპირობებიც ჰქონდა. ძველ კვლევებში ომეგა-3 შიზოფრენიის პრევენციასთან დაკავშირდა. რაც შეეხება აგრესიას, ის და ანტისოციალური ქცევები ნაწილობრივ საკვები ნივთიერებების ნაკლებობასთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, რასაც ვჭამთ, ის პირდაპირ დაკავშირებულია ჩვენი ტვინის ქიმიასთან.
კვლევა პენსილვანიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ჩაატარეს. ისინი 3 918 ადამიანს დააკვირდნენ. ომეგა-3-ის მიღებამ მათში აგრესია 28%-ით შეამცირა.
"ვფიქრობ, დროა ომეგა-3 ადამიანებში აგრესიის შესამცირებლად გამოვიყენოთ", — თქვა ნეირობიოლოგმა, ადრიან რეინიმ.
აღსანიშნავია, რომ კვლევამ მოიცვა როგორც ახალგაზრდები, ისე ზრდასრულები.
მკვლევრები ფიქრობენ, რომ ომეგა-3 ამცირებს ანთებას და დადებითად მოქმედებს ტვინის სასიცოცხლო ფუნქციებზე. სწორედ ეს უნდა იყოს აგრესიის შემცირების მიზეზი. ამასთან დაკავშირებით შეკითხვები ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ მეცნიერები კვლევების მასშტაბების გაზრდას გეგმავენ.
კვლევა ჟურნალ Aggression and Violent Behavior-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები