ხელოვნური ინტელექტი და კიბერუსაფრთხოება — სტუდენტური ჰაკათონი 15 000 ლარიანი საპრიზო ფონდით
BTU-ს ორგანიზებით, სტუდენტური სტუდენტური ჰაკათონი ხელოვნური ინტელექტი კიბერუსაფრთხოებაში სტარტს იღებს.
15,000 ლარიანი საპრიზო ფონდის ჰაკათონში მონაწილეობა აქტიური სტატუსის მქონე საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტს შეუძლია.
ჰაკათონზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 10 ივნისამდე გაგრძელდება.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გუნდები ორ ეტაპს გაივლიან. გუნდი ავსებს ერთგვერდიან დოკუმენტს, რომელშიც თავიანთი კონკრეტული პროექტის (AI-სა და კიბერუსაფრთხოების) აღწერას წარმოაჩენს;
პროექტების გამოგზავნის შემდეგ, გუნდებს ექნებათ ინდივიდუალური გასაუბრება მენტორებთან, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდება მეორე ტურში გადასული გუნდების სია. მეორე ტურში გადასული გუნდები კი უშუალოდ დემო დღეზე, 25 ივნისს გააკეთებენ თავიანთი პროექტების პრეზენტაციას ჟიურისა და დამსწრე საზოგადოების წინაშე;
25 ივნისს, დემო დღეზე გამოვლინდება 3 გამარჯვებული გუნდი. საპრიზო ფონდი კი შემდეგნაირად გადანაწილდება:
I ადგილი — 7000 ლარი;
II ადგილი — 5000 ლარი;
III ადგილი — 3000 ლარი;
ჰაკათონი AI MARATHON-ის ფარგლებში გაიმართება. მარათონი ხელოვნური ინტელექტის გარშემო სხვადასხვა კონკურსს, ჩემპიონატებსა და ღონისძიებებს გააერთიანებს და მასში ათასობით სტუდენტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიიღებს მონაწილეობას.
ჰაკათონში სტუდენტებს მონაწილეობა გუნდურად შეუძლიათ. გუნდში სტუდენტების რაოდენობა განისაზღვრება 2-დან 4 მონაწილემდე.
გამარჯვებული გუნდები საინვესტიციო თანხას იდეის პროტოტიპის განვითარებაში გამოიყენებენ.
რეგისტრაციის მიმდინარეობს აღნიშნულ ბმულზე.
ჰაკათონი იმართება MIT — Martin Trust Center-ის მხარდაჭერით და მის ფარგლებში ჩატარდება ვებინარი ჰაკათონის მონაწილეებისთვის.
ჰაკათონის პარტნიორები: პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერული საერთაშორისო კომპანია Webiz, ციფრული ბანკინგის პლატფორმა Space International და საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია Exadel.
კომენტარები