14 ივნისს თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო მარტექ ფესტივალი Touch.Point ჩატარდება. ღონისძიება გააერთიანებს 20-ზე მეტ სესიას, 4 ვორქშოფს, 2 სცენას, ნეთვორქინგ და ქოვორქინგ ზონებს და შესაძლებლობას, ფესტივალის დამსწრეებმა დიდ ეკრანზე უყურონ EURO24-ის გახსნის ცერემონიალსა და პირველ საფეხბურთო მატჩს.

წარმოგიდგენთ მოკლე ინფორმაციას წლევანდელი ღონისძიების სპიკერების შესახებ:

ლუიზა ფერგიუსონი — Spotify-ის გლობალური მარკეტინგის ხელმძღვანელი

ლუიზა ხელმძღვანელობს Spotify-ის ინტეგრირებულ მარკეტინგულ და პროდუქტიულ ინიციატივებს, მათ შორის ცნობილ Spotify Wrapped კამპანიას. Touch.Point-ზე ის ისაუბრებს Spotify-ის მარკეტინგულ სტრატეგიაზე ისეთ განვითარებად ბაზრებზე, როგორიცაა საქართველო; ხაზს გაუსვამს ტექნოლოგიითა და პერსონალიზაციით უზრუნველყოფილი ავთენტური ლოკალიზაციის მნიშვნელობას. ლუიზა გაგიზიარებთ Spotify Wrapped-ის კულისებს მიღმა და განიხილავს, თუ როგორ ინარჩუნებს ბრენდი გლობალური და ლოკალური სტრატეგიების ბალანსს.

დოტ ლუნგი — “სოციალური დრაკონების დედა”

დოტ ლუნგი, ციფრული მარკეტინგის გურუ, წარადგენს პრეზენტაციას სათაურით: "პირადი ბრენდინგი არის მარკეტინგის მომავალი". ის გაგიმხელთ ექვს ელემენტს, რომელიც აუცილებელია სოციალური მედიის გავლენის მოსაპოვებლად, ბრენდის ცნობადობის გასაზრდელად და ეფექტური სტრატეგიების შესაქმნელად. მისი სესია მნიშვნელოვანია მეწარმეებისთვის და მარკეტერებისთვის, რომლებიც აპირებენ ხილვადობის გაზრდას.

ტომი პეტროვი — CopySight AI-ის CEO

ტომი, ვიზუალური კომუნიკაციისა და ტექნოლოგიების მდიდარი გამოცდილებით, წარადგენს პრეზენტაციას სათაურით: "აკრძალული მაგია: AI-ს ძალის გამოყენება კანონის დარღვევის გარეშე." ის გამჟღავნებს AI-ს შექმნის სამართლებრივ სირთულეებს და მოგცემთ პრაქტიკულ რჩევებს საავტორო უფლებების საკითხების გადასაჭრელად. ასევე, მისი ვორქშოპი "ახალ ბაზარზე შესვლის ჭკვიანური სტრატეგია" დაეხმარება მეწარმეებს შექმნან ბაზარზე შესვლის ეფექტური სტრატეგიები.

გაბრიელა ტეხეირა — სტრატეგიის დირექტორი DAVID Madrid-ში

გაბრიელას ქინოუთის თემაა: "არაჩვეულებრივი ტენდენციების რეპორტი", რომელშიც აჩვენებს, როგორ შეუძლია პოპ კულტურას კულტურული მოძრაობების გაგება და მომავლისთვის ბრენდების, კომპანიებისა და საკუთარი თავის მომზადება. 13 წლიანი გამოცდილებით ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა Netflix და Meta, მისი ხედვები ფასდაუდებელია ტენდენციების გაგებისა და გამოყენებისთვის.

ანდრეას პანაიოტოპულოსი — Uncloudy & Co-ს დამფუძნებელი/კრეატიული დირექტორი

ანდრეასის ქინოუთის მთავარი თემაა: "მეტავერსი: კარგი, ცუდი და მახინჯი". ის ისაუბრებს მეტავერსის სივრცის უახლეს განვითარებაზე, მათ შორის Apple Vision Pro-ს მაგალითებზე. ის შეისწავლის გემიფიკაციის და მომხმარებლის გამოცდილების ინტერსექციის წერტილებს და შემოგვთავაზებს მომავალის ხედვას მეტავერსის შესაძლებლობებსა და შეზღუდვებზე.

ზივ მეირი — კრეატივის, ბრენდისა და მარკეტინგის კონსულტანტი

ზივ, Google, McCann და PepsiCo-ს გამოცდილებით, ჩაატარებს ვორქშოპს "კრეატიული პროცესის შეკვეცა — გამოწვევიდან განხორციელებამდე 90 წუთში." მონაწილეები ჯგუფურად გაამზადებენ რეალური მარკეტინგული პრობლემის ამოსავალს AI ინსტრუმენტების გამოყენებით, რაც აჩქარებს შემოქმედებით პროცესს სტრატეგიიდან განხორციელებამდე.

ტიმი გიურაუ — ინოვაციის ლიდერი Volvo Cars-ში

ტიმის ძირითადი თემა, "დაბრუნება რეალობაში - წონასწორობის პრეზენტაცია მომავალი ტექნოლოგიების, მობილობის შესახებ," განიხილავს მობილობის მომავალ ტექნოლოგიებს, მათ შორის VR, XR რეალობას, პრაქტიკული მაგალითების გარჩევით შეგვახედებს ვოლვოს ინოვაციების შიდა სამყაროში და გაგვიზიარებს მომავალ ტრენდებს.

ბენსე ბოდნარი — დამოუკიდებელი კრეატიული დირექტორი

ბენსე განიხილავს "კულტურის შექმნა, არა რეკლამების" თემას, შემოგთავაზებთ იდეებს ბრენდების შექმნის შესახებ, რომლებიც ვითარდება ინტერნეტ კულტურის სისწრაფით. მისი ნამუშევრები მოიცავს მსოფლიო რეკორდის დამყარებას და საინტერესო კონტენტის შექმნას სხვადასხვა პლატფორმისთვის. მის სესიას უნდა დაესწრონ ისინი, ვისაც სურს დარჩენა ციფრული ეპოქის წინა პლანზე.


Touch.Point 2024-ზე გექნებათ შესაძლებლობა, მარკეტინგისა და ტექნოლოგიების სფეროში უახლესი ინფორმაცია მიიღოთ ინდუსტრიის ლიდერებისგან, გაიცნოთ ისინი პირადად, ჩაერთოთ საინტერესო დისკუსიებში და შეიქმნათ კოლაბორაციის შესაძლებლობები.

Early Bird ბილეთების შესაძენა ჯერ კიდევ შესაძლებელია. ეწვიეთ ფესტივალის ოფიციალურ ვებ-გვერდს: https://touch.ge/touchpoint24. კორპორატიული შეკვეთის შემთხვევაში დაუკავშირდით ორგანიზატორებს ელ-ფოსტაზე: [email protected]