Nvidia საავადმყოფოებში ექთნების ხელოვნური ინტელექტით ჩანაცვლებას გეგმავს
ჩიპების მწარმოებელმა Nvidia-მ Hippocratic AI-სთან თანამშრომლობა დააანონსა. საბოლოო მიზანი საავადმყოფოებში ექთნების ხელოვნური ინტელექტის "აგენტებით" ჩანაცვლებაა.
სისტემა საავადმყოფოს საათში 9 დოლარი დაუჯდება. დაახლოებით ამდენია მინიმალური საათობრივი ანაზღაურება აშშ-ში.
პრესრელიზის თანახმად, ხელოვნური ინტელექტი დიაგნოსტიკურ სამუშაოს არ შეასრულებს. ამის ნაცვლად, სისტემა "დაბალი რისკების" მქონე საქმით დაკავდება, რომელიც ვიდეოზარითაც შეიძლება შესრულდეს.
Nvidia-მ სპეციალური ვიდეოც გაავრცელა, სადაც ჩანს თუ როგორი შეიძლება იყოს ასეთი ვიდეოზარი. ვიდეოში ხელოვნური ინტელექტი პაციენტს აპენდექტომიის შემდეგ ამოწმებს. "მედდა" პაციენტს შესაბამის რეკომენდაციასაც აძლევს.
Hippocratic AI-ს განცხადებით, მათი სისტემა ბევრ რამეში უფრო დახვეწილი და პრაქტიკულია, ვიდრე ადამიანი.
კომენტარები