ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ნაწილი ამოცნობილია — აშშ-ის მთავრობამ UFO-ების კადრები გამოაქვეყნა
აშშ-ის მთავრობამ ჩანაწერების სერია გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოში დაფიქსირებულ ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს, UFO-ებს, ასახავს. ჩანაწერებს თან შესაბამისი ახსნებიც ახლავს, ზოგიერთი მფრინავი ობიექტი კი ამოუცნობი სულაც აღარ გამოდის.
ასევე იხილეთ: ტესტი: რა იცი ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე
ჩანაწერები ფართო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი AARO-მ გახადა, პენტაგონის სპეციალურმა განყოფილებამ. ჯგუფმა დაადასტურა, რომ UFO-ების, იგივე UAP-ების, გამოძიების პროცესში არ გამოვლენილა არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაფიქსირებულ შემთხვევებში უცხოპლანეტური ტექნოლოგიის არსებობაზე მიუთითებდა.
"ყველა საგამოძიებო ძალისხმევამ, განურჩევლად გასაიდუმლოების ხარისხისა, დაადგინა, რომ დანახულთა უმრავლესობა ჩვეულებრივი ობიექტები და ფენომენები იყო, რომლებიც არასწორად მიამსგავსეს სხვა რამეს".
გამოქვეყნებულ მასალაში ისეთი ფენომენების ვიდეოებიცაა, რომლებიც AARO-მ ბოლომდე ვერ ახსნა.
ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ჩანაწერს მოიცავს, რომელიც F/A-18 თვითმფრინავებზე მყოფმა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა გადაიღო. სხვა დროს შუა აღმოსავლეთში დაფიქსირდა ობიექტი, რომელსაც "ანომალიური ქცევა" შეატყვეს, თუმცა მასზე მეტი ვერაფერი გაიგეს.
///
თავისთავად, კომერციული ფრენის მონაცემების შესწავლის შემდეგ რამდენიმე შემთხვევა სრულებით ახსნადი აღმოჩნდა.
"MQ-9-ის წინ მიმართულმა ინფრაწითელმა ვიდეოსენსორმა კადრები სამხრეთ აზიაში დააფიქსირა, როდესაც სხვა MQ-9-ს იწერდა", — ერთ-ერთი UFO-ს შესახებ ვკითხულობთ AARO-ს ვებსაიტზე.
საიტზე იხილავთ სხვა შემთხვევების ახსნებსაც.
"სრული ვიდეოს შესწავლის, უფრო დიდი ფოკალური სიგრძის მქონე დამატებითი ჩანაწერისა და რეგიონის კომერციული ფრენების მონაცემთა ანალიზის შემდეგ AARO ადგენს, რომ ობიექტი, სავარაუდოდ, კომერციული საფრენი აპარატია, კვალის კავიტაცია კი ვიდეოს კომპრესირებამ გამოიწვია", — აცხადებს AARO.
კომენტარები