შემდეგი პოდკასტი: ჩიპების იმპლანტაცია — ტვინისა და კომპიუტერის დაკავშირება
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ილონ მასკის კომპანიამ ტვინის უსადენო ჩიპი ადამიანის ორგანიზმში პირველად ჩანერგა. პროცედურამ წარმატებით ჩაიარდა და ახლა Neuralink-ის პირველი პაციენტი მაუსს გონებით აკონტროლებს.
Neuralink-ის გარდა მსგავსი აქტივობით სხვა კომპანიებიც არიან დაკავებული. ასეთია, მაგალითად, Blackrock Neurotech, რომელმაც ტექნოლოგია ადამიანის ტვინთან ბევრად ადრე დააკავშირა. ასევე, Neuralink-ზე ნაკლებად არაინვაზიური პროცედურა შეიმუშავა Precision Neuroscience-მა.
საბოლოოდ, მსგავსი ინოვაციების შედეგად ადამიანებმა ტექნოლოგიების გონებით გაკონტროლება უნდა შეძლონ.
რა არის ასეთი ტექნოლოგიების პრაქტიკული დანიშნულება და როგორი იქნება მომავალი, ამაზე პოდკასტში ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმარია ლაშა გეწაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ინჟინერი.
კომენტარები