ისტორიაში პირველად, ადამიანის ტვინის ქსოვილი 3D პრინტერის გამოყენებით შექმნეს
და აი ისიც, მეცნიერებმა 3D პრინტერის გამოყენებით ადამიანის ტვინის ქსოვილი დაბეჭდეს. მკვლევრებს ეს ადამიანის ტვინის ფუნქციის შესწავლაში გამოადგებათ.
ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტის ექსპერტების თქმით, დაბეჭდილ ქსოვილს შეუძლია "იზრდებოდეს და ფუნქციონირდეს ტიპური ტვინის ქსოვილის მსგავსად".
3D პრინტერით დაბეჭდილი ტვინის ქსოვილი, შესაძლოა, სასარგებლო იყოს სხვადასხვა ნევროლოგიური და ნეიროგანვითარების პრობლემების შესასწავლად, მათ შორის ალცჰაიმერის და პარკინსონის დაავადების.
"ეს შეიძლება იყოს ისეთი მოდელი, რომელიც დაგვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთობენ ტვინის უჯრედები და ტვინის ნაწილები ადამიანებში. ამას შეუძლია შეცვალოს ღეროვანი უჯრედების ბიოლოგიის, ნეირომეცნიერებისა და მრავალი ნევროლოგიური აშლილობის პათოგენეზის აღქმა", — თქვა სუ-ჩუნ ჟენგმა, ნეირომეცნიერებისა და ნევროლოგიის პროფესორმა.
ჰორიზონტალური 3D ბეჭდვის მიდგომის გამოყენება
ჩვეულებრივი ვერტიკალური ფენების მეთოდის გამოყენების ნაცვლად, მკვლევრებმა ინოვაციურ ჰორიზონტალურ 3D ბეჭდვის მიდგომას მიმართეს.
ინდუცირებული პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედებისგან წარმოქმნილი ნეირონები რბილი ბიო-მელნის გელის მასალაში მოათავსეს. ეს მათი ზრდისთვის უფრო ხელსაყრელ გარემოს ქმნის.
შემქმნელები აღნიშნავენ, რომ მათ განზრახ შეინარჩუნეს ქსოვილის სიმკვრივე, რათა უზრუნველყონ ჟანგბადისა და საჭირო ნივთიერებების ოპტიმალური გამომუშავება ნეირონებისთვის.
მრავალშრიანი ბეჭდვა საშუალებას აძლევდა უჯრედებს შეექმნათ კავშირები, რის შედეგადაც გაჩნდა ისეთი ქსელები, როგორიც ადამიანის ტვინშია.
ამ ქსელებში ნეირონები აქტიურად ურთიერთობენ ერთმანეთთან სიგნალების გაგზავნის სახით. ეს კომუნიკაცია ხდება ნეიროტრანსმიტერების, ქიმიური მესენჯერების მეშვეობით, რომლებიც ხელს უწყობენ სიგნალების გადაცემას ნეირონებს შორის.
"ის რაც შედეგად აღმოვაჩინეთ გასაოცარია. მაშინაც კი, როდესაც ვბეჭდავდით სხვადასხვა უჯრედებს, რომლებიც მიეკუთვნებოდნენ ტვინის სხვადასხვა ნაწილს, მათ მაინც შეეძლოთ ერთმანეთთან კონტაქტი განსაკუთრებული და სპეციფიკური გზით", — თქვა ჟენგმა პრესრელიზში.
ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ეს მეთოდი საშუალებას იძლევა გაკონტროლდეს უჯრედების ტიპები და განლაგება.
კვლევა ჟუნრალ Cell Stem Cell-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები