იდეიდან რეალურ პროდუქტამდე: რა არის პროტოტიპირება — STEM მარტივად

ფოტო: NEXT.On.ge
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
იდეის გაჩენიდან რეალური პროდუქტის შექმნამდე ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია, რომლის გარეშეც ხელშესახები და სრულად ფუნქციური შედეგის მიღება წარმოუდგენელია. მას პროტოტიპირება ეწოდება და ის ტექნოლოგიური მოწყობილობებისა თუ სხვა სახის მოდელების დამზადების განუყოფელი ნაწილია.
პროტოტიპირების შესახებ პროექტის "STEM მარტივად" ფარგლებში მომზადებულ ახალ ვიდეოში გურანდა გოგალაძე გვესაუბრება, რომელიც ევროპულ სკოლაში პროგრამირებისა და ელექტროინჟინერიის მასწავლებელია. ის თვალსაჩინოებისთვის ლაზერული მჭრელით პატარა რობოტის პროტოტიპსაც შექმნის და ამ პროცესის მნიშვნელობაზე მოგვითხრობს.
კომენტარები