Oppenheimer-ის სექსის სცენის გადაღების დროს კამერა გაფუჭდა — ფლორენს პიუ
ფოტო: Universal
ფლორენს პიუმ ახლახან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ Oppenheimer-ის გადაღებების დროს გარკვეული ტექნიკური სირთულეები წარმოიშვა. ფლორენს პიუ ნოლანის ისტორიულ დრამაში კომუნისტური პარტიის წევრის როლს ასრულებს, რომელსაც რობერტ ოპენჰაიმერთან სასიყვარულო ურთიერთობა აქვს. მსახიობის თქმით, კილიან მერფისთან ერთად სექსის სცენის გადაღების დროს კამერა გაფუჭდა, რაც უხერხული მომენტი იყო.
"სექსის სცენის დროს კამერა გაფუჭდა. აქამდე ეს არავინ იცოდა, მაგრამ ასე იყო. კამერა ზუსტად მაშინ გაფუჭდა, როცა მე და კილიანი შიშვლები ვიყავით და ეს ნამდვილად არ იყო იდეალური მომენტი", — განაცხადა ფლორენს პიუმ.
როგორც მსახიობმა განაცხადა, რომ გადაღებების პროცესში ახალი კამერები ხელმისაწვდომი არ იყო, ამიტომ ტექნიკურ ჯგუფს მალევე უნდა გაერკვია, თუ რა მიზეზით აღარ მუშაობდა კამერა.
ფოტო: Universal
"მე და კილიანი ოთახში ვიყავით და სხეულს ხელებით ვიფარავდით, ამ დროს კი კამერის შესაკეთებლად ერთი ადამიანი შემოვიდა. გადასაღებ მოედანზე ყველა თავისი საქმის პროფესიონალი იყო და რაც მთავარია, ფილმის გადასაღებად ყველა მზად იყო, ასე რომ, მოსაწყენი მომენტები არ გვქონია. გადაღებების პროცესი საოცარი იყო და ისეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს გაგვიმართლა, იქ რომ მოვხვდით", — დასძინა მსახიობმა.
შეგახსენებთ, რომ Oppenheimer, რომელიც ნოლანისთვის მე-12 ფილმი და პირველი ბიოგრაფიული ნამუშევარია, პულიცერის პრემიის მფლობელ წიგნს ეფუძნება. კინოსურათში მთავარ როლებს კილიან მერფი, მეთ დეიმონი, ემილი ბლანტი, რობერტ დაუნი უმცროსი და რამი მალეკი ასრულებენ. წლევანდელ ოქროს გლობუსზე Oppenheimer-მა 5 ჯილდო მოიპოვა, ოსკარი 2024-ზე კი 13 კატეგორიაში არის წარდგენილი.
თუ ფილმები შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათი განხილვაც გიყვარს, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი ფილმიც და...
-
რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ
გადახედვა
-
რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა
გადახედვა
-
საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ
გადახედვა
-
ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს
გადახედვა
-
რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა
გადახედვა
-
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია
გადახედვა
-
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
-
რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას? რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას?
გადახედვა
-
POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა
გადახედვა
-
რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას
გადახედვა
-
ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს
გადახედვა
-
პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე
გადახედვა
-
პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო
გადახედვა
-
ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ
-
ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ
-
ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა
გადახედვა
-
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს
გადახედვა
-
"პოლიტიკა ხან ასე იქნება, ხან ისე, ყოველთვის დავრჩებით მეზობლებად" — კობახიძე ამბობს, რუსოფობია ხალხს "ხელოვნურად მოახვიეს თავს" "პოლიტიკა ხან ასე იქნება, ხან ისე, ყოველთვის დავრჩებით მეზობლებად" — კობახიძე ამბობს, რუსოფობია ხალხს "ხელოვნურად მოახვიეს თავს"
გადახედვა
-
გაატარე მეტი ფასდაკლებით — ალდაგისა და ვისოლის სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო გაატარე მეტი ფასდაკლებით — ალდაგისა და ვისოლის სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო
კომენტარები