უკვე ორ წელზე მეტია, რაც საქართველოს ბანკის მობილბანკით მსოფლიოს წამყვან კომპანიებში ინვესტირება გახდა შესაძლებელი. ამ დროის განმავლობაში აქციებით ვაჭრობაში ჩვენ გარშემო მყოფი ათასობით ადამიანი ჩაერთო და ინვესტირება საკუთარი ცხოვრების წესად აქცია.

როგორც აღმოჩნდა, საქართველოში მცხოვრები ინვესტორების უმრავლესობა უპირატესობას ისეთ კომპანიებში ფულის დაბანდებას ანიჭებს, რომლებმაც საკუთარ სექტორებში მწვერვალები უკვე დაიპყრეს და გაჩერებას არ აპირებენ.

ასეთია იმ ტოპ-10 აქციის ჩამონათვალი, რომელსაც საქართველოს ბანკის მობილბანკში ყიდულობენ:

1. TSLA

ფოტო: Unsplash

Tesla მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც აწარმოებს, ყიდის და იჯარით გასცემს ელექტრომობილებს. ბოლო 52 კვირაში კომპანიის აქციების ღირებულების მაქსიმალური მაჩვენებელი 299.29 დოლარი, ხოლო მინიმალური — 152.37 დოლარი იყო. ამჟამად მისი ერთი აქცია 183.25 დოლარად ივაჭრება.

2. AAPL

ფოტო: Unsplash

Apple მსოფლიოს მასშტაბით უმსხვილესი კომპანიაა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 3 ტრილიონ დოლარს აღწევს. ტექ-გიგანტი ინვესტორებისთვის საყვარელი აქცია არა მხოლოდ საქართველოშია. ლეგენდარული ინვესტორის, უორენ ბაფეტის პორტფელის ფლაგმანი სწორედ Apple-ია. ბოლო 52 კვირაში ამ კომპანიის აქციების ფასმა მაქსიმალური მაჩვენებელი 199.62 დოლარზე, ხოლო მინიმალური — 141.32 დოლარზე დააფიქსირა. ამჟამად კომპანიის ერთ აქციას 192.42 დოლარად შეიძენ.

3. MSFT

ფოტო: Pexels

Microsoft-ის ამ სიაში ხილვა არავის უნდა გაუკვირდეს, რადგან ამ კომპანიამ მწვერვალები უკვე დაიპყრო. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ის არ ჩერდება და განვითარებას მუდმივად განაგრძობს. ბოლო 52 კვირაში მისი აქციების მაქსიმალური ღირებულება 407.01 დოლარი, ხოლო მინიმალური — 242 დოლარი იყო. დღევანდელი დღის მდგომარეობით, კომპანიის ერთ აქციას 403.93 დოლარად იყიდი.

4. SPY

ფოტო: Unsplash

S&P 500-ის სავაჭრო ფონდი აქციების კალათია, რომელიც აშშ-ის უმსხვილესი 500 კომპანიის ფასიან ქაღალდებს აერთიანებს. შესაძლებელია ითქვას, რომ მასში ინვესტირებით აშშ-ის ეკონომიკას ენდობი. ასეთ გაცვლით სავაჭრო ფონდში (ETF) ინვესტირება შედარებით ნაკლებ რისკებთან არის დაკავშირებული, რასაც განსაკუთრებით დამწყები ინვესტორები მიმართავენ ხოლმე. ბოლო 52 კვირაში SPY-ის მაქსიმალური მაჩვენებელი 489,12 დოლარზე, ხოლო მინიმალური — 380,65 დოლარზე დაფიქსირდა. ამჟამად ამ ფონდში ერთ აქციას 487.41 დოლარად შეიძენ.

5. KO

Coca-Cola ის ბრენდია, რომელსაც დიდი წარდგენა არ ესაჭიროება. უდიდესი ისტორიის მქონე კომპანია არასდროს ჩერდება და მომხმარებელს მუდმივად სიახლეებს სთავაზობს. ბოლო 52 კვირაში Coca-Cola-ს ერთი აქციის მაქსიმალური ღირებულება 64.99 დოლარი, ხოლო მინიმალური — 51,55 დოლარი იყო. დღევანდელი დღის მდგომარეობით, კომპანიის ერთი აქცია 59.37 დოლარად ივაჭრება.

6. GOOG

ფოტო: Pawel Czerwinski / Unsplash

Alphabet, რომელიც Google-ის მშობელი კომპანიაა, მსოფლიოს მასშტაბით ინვესტორების ყურადღების ცენტრში მუდმივად ექცევა. ბოლო 52 კვირაში კომპანიის ერთი აქციის ფასი მაქსიმალურ მაჩვენებელზე მაშინ დაფიქსირდა, როდესაც 154.76 დოლარი ღირდა. იმავე პერიოდში კი ამ კომპანიის აქციების მინიმალური ფასი 88.86 დოლარი იყო. ბოლო მონაცემებით, Google-ის ერთი აქცია 153.79 დოლარი ღირს.

7. NFLX

ფოტო: Pexels

როგორც სტატისტიკა აჩვენებს, Netflix საქართველოში ძალიან პოპულარულია. მისი აქციები ქართველი ინვესტორების ყურადღების მიღმა ნამდვილად არ რჩება. 2023 წელის ამ კომპანიისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა: ბოლო 52 კვირაში მისი ერთი აქციის ღირებულების მაქსიმალური მაჩვენებელი 579.64 დოლარზე, ხოლო მინიმალური — 285,33 დოლარზე დაფიქსირდა. ამჟამად კომპანიის ერთ ცალ ფასიან ქაღალდს 570.42 დოლარად შეიძენ.

8. NVDA

ფოტო: Facebook

ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე გასულ წელს Nvidia-მ ნამდვილად გაიბრწყინა. მსოფლიო ტრენდს არც ქართველი ინვესტორები ჩამორჩნენ და კომპანიის აქციებით საფუძვლიანად დაინტერესდნენ. მონაცემები ნამდვილად შთამბეჭდავია — ბოლო 52 კვირაში კომპანიის ერთმა აქციამ მაქსიმალურ მაჩვენებელს 628.49 დოლარზე, ხოლო მინიმალურს — 189.50 დოლარზე მიაღწია. ამჟამად მისი ერთი აქცია 610.31 დოლარი ღირს.

9. META

ფოტო: Dima Solomin / Unsplash

Meta Platforms იგივე Facebook-ია, რომელიც დაარსების დღიდან ბიზნეს-მწვერვალებს იპყრობს. ბოლო 52 კვირაში კომპანიის ფასიანი ქაღალდების მაქსიმალური ღირებულება 396,79 დოლარი, ხოლო მინიმალური — 143,30 დოლარი იყო. ბოლო მონაცემებით, Facebook-ის ერთი აქციის ღირებულება 394.14 დოლარია.

10. ALGS

ფოტო: Aligos Therapeutics / X

Aligos Therapeutics ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც ვირუსული ინფექციების საწინააღმდეგო თერაპიული საშუალებების განვითარებაზეა ორიენტირებული. კომპანია 2018 წელს დაარსდა, ხოლო აქციებით ვაჭრობა 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო. პანდემიური ბუმის ჩაცხრობის შემდეგ კომპანიის აქციების ღირებულება დაეცა. ამჟამად მისი ერთი აქცია 0.691 დოლარად ივაჭრება. ბოლო 52 კვირაში ALGS-ის აქციების მაქსიმალური ღირებულება 2,10 დოლარი იყო.

საქართველოს ბანკის მობილბანკში 6000-მდე ცნობილი კომპანიის აქციის შეძენა არის შესაძლებელი. შენც შეგიძლია დაიწყო ინვესტირება ნებისმიერი თანხით და გახდე ისეთი ცნობილი კომპანიების აქციონერი, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა.

*ეს არ არის ფინანსური რჩევა