სტატიის სპონსორია საქართველოს ბანკი

როდის არის ინვესტირება მოგებიანი — მარტივად

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

წლების წინ აქციებით ვაჭრობა ადამიანთა უმრავლესობას მიუწვდომელ პერსპექტივად ესახებოდა. თუმცა, ახლა, როდესაც ინვესტირება საქართველოს ბანკის მობილბანკის საშუალებით გამარტივდა, ამ საქმეში ჩვენს გარშემო ათასობით ადამიანი ჩაერთო. ამ სტატიაში გიყვებით იმის შესახებ, თუ როდის არის ინვესტირება ყველაზე მეტად მოგებიანი.

როდესაც იწყებ ახლავე

ინვესტირებაში დრო გადამწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია. რაც უფრო ადრე დაიწყებ აქციებით ვაჭრობას, უფრო მეტი შანსია, რომ სარგებელი მალევე მიიღო.

თუმცა, გაითვალისწინე, რომ ამ საქმეს გაუაზრებლად ნაბიჯების გადადგმა არ უყვარს. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ვიდრე საინვესტიციო გადაწყვეტილებას მიიღებ, სიღრმისეული კვლევა უნდა ჩაატარო და ყველა სახის ინფორმაცია ამომწურავად მოიძიო.

როდესაც არ ჩერდები

აქციებით ვაჭრობისას თანმიმდევრულობა განსაკუთრებულად ფასდება. უნდა იცოდე, რომ აქ საქმე ისეთ პროცესთან გაქვს, რაც მუდმივ განვითარებას მოითხოვს.

როგორც ცნობილია, ეკონომიკას დინამიკურობა ახასიათებს. სწორედ ამიტომ, კომპანიების საქმიანობის შესახებ მუდმივად საქმის კურსში უნდა იყო. გახსოვდეს, თუ ამ საქმეში ჩართვას გადაწყვეტ, წარმატების მეტი შანსი გექნება, თუ მხოლოდ ერთ კომპანიაში ერთჯერად ინვესტირებაზე არ შეჩერდები.

როდესაც რისკებს მაქსიმალურად აზღვევ

მუდმივად განახლებადი და ზუსტი ინფორმაციის ქონის გარდა, ინვესტირებაში რისკების შემცირების კიდევ ერთი საშუალება დივერსიფიცირებული პორტფელის შექმნაა.

შენი პორტფელი დივერსიფიცირებულია, როდესაც სხვადასხვა სექტორის კომპანიების აქციებს ფლობ. ამასთან, რეკომენდებულია, ფლობდე განსხვავებული ტიპის ფასიან ქაღალდებსაც. აქვე გეტყვით იმსაც, რომ რისკების დაზღვევის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ისეთ ფონდებში (ETF) ინვესტირებაა, რომლებიც სხვადასხვა კომპანიების აქციებს აერთიანებენ.

როდესაც რეინვესტირების გზას ირჩევ

ამ საქმეში მნიშვნელოვანია, რომ ფულით ფული გამოიმუშაო. ნათლად უნდა ხედავდე მიზანს და მის მისაღწევად მწყობრი ნაბიჯებით მიდიოდე.

მარტივად რომ ვთქვათ, რეინვესტირება მოგების საქმეში ჩაბრუნებას ნიშნავს. ამ დროს შენი მიზანი კიდევ უფრო დიდი მოგების მიღებაა.

როდესაც მუდმივი კვლევის პროცესში ხარ

სიახლეების მიმართ ღიაობა ნებისმიერი საქმის წარმატების საწინდარია — გამონაკლისი არც ინვესტირებაა. გამოცდილი ინვესტორები თანხმდებიან, რომ სწრაფად განვითარებად სამყაროში მუდმივად ძიების პროცესში უნდა იყო.

თუ აქციებით ვაჭრობით დაინტერესდები, სიახლეებს მუდმივად თვალყური ადევნე. არ გამოტოვო არცერთი მნიშვნელოვანი საინვესტიციო ახალი ამბავი — გადაამოწმე და ისე მიიღე გადაწყვეტილება.

როდესაც საქმის გამარტივებაზე ხარ ორიენტირებული

ინვესტირება კომპლექსური პროცესია. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ საქმის გამარტივებაზე ორიენტირდე. აქ, მათ შორის, ტექნიკური საკითხებიც იგულისხმება. როგორც ცნობილია, აქციებით ვაჭრობა სხვადასხვა საინვესტიციო პლატფორმის საშუალებით არის შესაძლებელი. თუმცა, შენ შეგიძლია აირჩიო მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი — საქართველოს ბანკის მობილბანკი.

ცნობისთვის: ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მობილბანკის საშუალებით ინვესტირებაში ათასობით ადამიანი ჩაერთო. ამ აპლიკაციაში აქციებით ვაჭრობის დაწყება ნებისმიერი თანხით არის შესაძლებელი.

საქართველოს ბანკის მობილბანკში 6000-მდე ცნობილი კომპანიის აქციის შეძენა არის შესაძლებელი. შენც შეგიძლია დაიწყო ინვესტირება ნებისმიერი თანხით და გახდე ისეთი ცნობილი კომპანიების აქციონერი, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა.

*ეს არ არის ფინანსური რჩევა


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქვიზი: როგორ გახსოვს გასული თვეების პოლიტიკური მოვლენები?
  2. ქვიზი: თბილისის რომელი მეტროსადგური ხარ?
  3. ქვიზი: რა იცი ელექტრონულ არჩევნებზე?
  4. ქვიზი: შეამოწმე შენი ცოდნა ავტომობილებში
  5. 10 მიზეზი, რატომაა ბიძინა ივანიშვილი ქართველი ბიონსე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პაატა ბურჭულაძე: მეც დავრეგისტრირდი დამკვირვებლად

საოპერო მომღერალი და ფონდ იავნანას დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლად…