CES 2024: როგორი იქნება Samsung-ის ახალი ტელევიზორები
Samsung Electronics-მა CES 2024-ის ყოველწლიურ მოხსენებაზე თავისი ახალი ტელევიზორები წარადგინა.
გამჭვირვალე ეკრანი, რომელიც აღჭურვილია ახალი ტექნოლოგიით, სახელწოდებით Micro LED, ახალ სიმაღლეებზე აიყვანს როგორც ზოგადად ეკრანს, ისე ტელევიზორებს. მოდულური დიზაინი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ეკრანის ფორმის, ზომისა და თანაფარდობის პერსონალიზაცია მოახდინონ.
"Micro LED დახვეწილი ტექნოლოგიის მწვერვალია", — თქვა ჯონათან გაბრიომ, Samsung-ის წარმომადგენელმა CES 2024-ის ღონისძიებაზე.
ხელოვნური ინტელექტი და ეკრანი
CES-ზე Samsung-ის მთავარი ვარსკვლავი Neo QLED 8K იყო. ეს არის ტელევიზორი, რომელშიც ჩაშენებული ხელოვნური ინტელექტი საოცარ გამოსახულებას გვთავაზობს.
Samsung-ის ეს ფლაგმანი NQ8 AI Gen3-ის პროცესორითაა აღჭურვილი და წინა მოდელთან შედარებით ორჯერ უფრო სწრაფია.
NQ8 AI Gen3-ს ზურგს მძლავრი ხელოვნური ინტელექტი უმაგრებს, რომელიც სწრაფად მოძრავ სცენებს მნიშვნელოვან დეტალებს ამატებს. ხელოვნური ინტელექტი გამოსახულებას ისე აგენერირებს, რომ ის უშუალოდ მაყურებლის თვალზე იდეალურად იყოს მორგებული.
8K პროექტორი
"Frame TV"-ის წარმატების შემდეგ, Samsung-მა განაახლა ტექნოლოგია და დაამატა Premiere 8K პროექტორიც. Samsung თვლის, რომ დროა დავემშვიდობოთ კაბელებს და ამიტომ 8K პროექტორი უსადენო კავშირით აღჭურვა.
გარდა ამისა, Samsung-მა თავისი პორტატული პროექტორის მეორე თაობა, Freestyle 2nd Gen წარადგინა. ეს ტექნიკა ორი Freestyle მოწყობილობის შერწყმის საშუალებასა და 406 სანტიმეტრიანი გიგანტური ეკრანის წარმოქმნის საშუალებას იძლევა.
CES-ზე აღინიშნა, რომ ინოვაცია წინა თაობის პროექტორთან შედარებით 10%-ით უფრო სწრაფი იქნება.
ასევე აღსანიშნავია ჟღერადობა, რომელსაც როგორც ტელევიზორების, ისე პროექტორების შემთხვევაში ხელოვნური ინტელექტი დააგენერირებს.
კომენტარები