საფრთხე რუსული აპლიკაციებიდან — როგორ დავიცვათ თავი | ინფოგრაფიკა
დღეს სხვადასხვა ტიპისა და ფუნქციონალის აპლიკაცია პოპულარული საკმაოდ სწრაფად ხდება. ეს განსაკუთრებით აქტუალურია მაშინ, თუ საქმეში ხელოვნური ინტელექტი ერთვება და მისი გავლით მომხმარებლებს სხვადასხვა ტიპის გამოსახულებების გენერირებას სთავაზობენ.
მიუხედავად იმისა, თუ რამდენად გვინდა ტრენდს ავყვეთ და News Feed-ს ფეხი ავუწყოთ, აუცილებელია სხვადასხვა პოპულარული აპლიკაციის გადმოწერამდე ან გამოყენებამდე შევამოწმოთ, თუ რამდენად სანდოა ის და რამდენად უსაფრთხო იქნება ჩვენთვის მისი გამოყენება.
საქართველოში ეს საფრთხე განსაკუთრებით აქტუალურია მაშინ, როცა რუს ჰაკერებს ჩვენგან მხოლოდ ფული ან პერსონალური ინფორმაცია არ უნდათ. საქმე ეხება ქვეყნის უსაფრთხოებასაც. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა ციფრული პროდუქტის გამოყენებამდე განსაკუთრებული დაფიქრება გვმართებს.
ამ ინფოგრაფიკით შევეცდებით უფრო თვალსაჩინო გავხადოთ მავნე აპლიკაციებიდან მომავალი საფრთხე და გაჩვენოთ, როგორ შეგვიძლია მისი თავიდან არიდება.
მასალა შექმნილია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია EU4IM-ის ბენეფიციარი On.ge. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
კომენტარები