როგორი შეიძლება იყოს კოსმოსური სადგური, რომელშიც მილიარდობით ადამიანი იცხოვრებს
Amazon-ის დამფუძნებელსა და Blue Origin-ის აღმასრულებელ დირექტორს მიაჩნია, რომ მომავალში ადამიანებმა შეიძლება მასიურ ცილინდრულ კოსმოსურ სადგურში იცხოვრონ. ეს, რა თქმა უნდა, ღია კოსმოსში იქნება.
ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში ბეზოსმა თქვა, რომ ეს ჰაბიტატი, პირველად ფანტსატმა ჯერარდ კ.ონილმა აღწერა. ბეზოსს მიაჩნია, რომ ასეთ კოსმოსურ სადგურზე ტრილიონი ადამიანის არსებობაც იქნება შესაძლებელი.
"მე სიამოვნებით ვიხილავდი მზის სისტემაში მცხოვრებ ტრილიონ ადამიანს. ეს ზრდის გენიოსების გაჩენის შესაძლებლობას. წარმოიდგინეთ, ერთდროულად ათასი მოცარტი და კიდევ ამდენი აინშტაინი. თუმცა, პლანეტაზე ამდენი ადამიანი ვერ დაეტევა. ამიტომ, დაგვჭირდება გიგანტური კოსმოსური სადგურები", — უთხრა ბეზოსმა ფრიდმანს.
როგორც ჩანს, Blue Origin-ის აღმასრულებელი დირექტორის ხედვა ილონ მასკის შეხედულებებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. მასკს კაცობრიობის მულტიპლანეტარულ სახეობად გადაქცევა უნდა.
ბეზოსის აზრით, ჩვენი პლანეტა საბოლოოდ დასასვენებელ ადგილად უფრო იქცევა. ადამიანების უმეტესობა კი ძირითადად კოსმოსურ სადგურებზე იცხოვრებს. ბეზოსს მიაჩნია, რომ ადამიანების რაოდენობის ზრდასთან ერთად დედამიწაზე ვეღარ დავეტევით. ადრე თუ გვიან იგივე პრობლემა დადგება მარსის შემთხვევაშიც. სიცოცხლისთვის სხვა ხელსაყრელი პლანეტები კი ძალიან შორს არის. ამიტომ, ბეზოსს მიაჩნია, რომ საჭირო იქნება გიგატური კოსმოსური სადგურები.
მან ისიც აღნიშნა, რომ მსგავსი სისტემების მართვაში მნიშვნელოვანი როლი სწორედ ხელოვნურ ინტელექტს ექნება.
ფრიდმანმა ბეზოს ისიც ჰკითხა თუ რას ფიქრობს ის ილონ მასკზე, რაზეც მილიარდელმა უპასუხა, რომ მას კარგად არ იცნობს.
საუბრის დასასრულს ბეზოსმა ისიც აღნიშნა, რომ კლიმატის ცვლილების ფონზე მსგავსი კოსმოსური სადგურები კარგი ალტერნატივა იქნებოდა.
კომენტარები