გინდა, მოიგო iPhone 15 და სხვა პრიზები? — აი, 3 რამ, რაც უნდა იცოდე
გახსოვს, ბავშვობაში როგორ მოუთმენლად ელოდი ახალი წლის დადგომას? რადგან იცოდი, გარშემომყოფებისგან საოცნებო ნივთს მიიღებდი. შენში არსებული ბავშვი ზრდასრულობის ასაკშიც შეიძლება ელოდოს რამე ძვირფასს, ამ საოცნებო საჩუქრის მიღებას კი ფეიუნიქარდის დახმარებით შეძლებ. ფეიუნიქარდი ამ სეზონზე მომხმარებლებს სასიამოვნო პრიზებით ანებივრებს.
iPhone 15, Samsung Galaxy S23, Marshall Acton III, City Card 500 ₾, City Card-300 ₾— ამ საჩუქრების მოგების შანსი ყველას აქვს. სტატიაში მოგიყვებით ყველაფერს, თუ როგორ შეგიძლია, ამ ნივთების მფლობელი გახდე და საახალწლოდ ჯადოსნური განწყობა შეიქმნა.
1. რა არის ფეიუნიქარდი
წარმოიდგინე საფულე, რომელიც ტელეფონში გაქვს და სულ შენ გვერდითაა, სადაც არ უნდა წახვიდე. სწორედ ასეთ პროდუქტს ქმნის არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტი ფეიუნიქარდი, რომელიც მომხმარებლებს ერთდროულად სთავაზობს როგორც ელექტრონულ საფულეს — უნისაფულეს, ასევე საერთაშორისო საგადახდო ბარათებს. აქვე, ყურადღება უნდა დავუთმოთ იმასაც, რომ ბარათებში უნიქარდის ლოიალობის სისტემაა ინტეგრირებული.
2. რას ნიშნავს ბარათიდან ბარათზე გადარიცხვა
ფეიუნიქარდის ახალი მნიშვნელოვანი სერვისია ბარათის ნომრით (p2p) გადარიცხვა, რომლის მეშვეობით შეგიძლია, ნებისმიერი ქართული ბანკის ბარათებს შორის უსწრაფესად და უმარტივესად გადარიცხო როგორც ლარი, ასევე დოლარი კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში, საუკეთესო პირობებით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მიმღების ბარათზე თანხა მყისიერად აისახება.
თუ ჯერ არ გაქვს ფეიუნიქარდის Visa ბარათი და გსურს, აქციაში ჩაერთო, როგორც ფიზიკური, ასევე ციფრული, ბარათის შეკვეთა შეგიძლია უსწრაფესად, როგორც ვებგვერდის ისე iOS-ისა და Android-ის აპლიკაციების მეშვეობით.
3. რას მოიცავს ფეიუნიქარდის აქცია
ახლა მოგიყვებით იმ წამახალისებელ აქციაზე, რომელსაც ფეიუნიქარდი, Visa-ს სტრატეგიული პარტნიორი CISSEE რეგიონში, Visa ბარათის მფლობელებს სთავაზობს.
აქციის ფარგლებში, ნებისმიერი ქართული ბანკის Visa ბარათით ნებისმიერ ბარათზე ლარის და დოლარის გადარიცხვას მომენტალურად და საკომისიოს გარეშე, სრულიად უფასოდ შეძლებ.
ფეიუნიქარდის Visa ბარათით თანხის გადარიცხვის ან მიღების შემთხვევაში კი ხუთი ყველაზე აქტიური მომხმარებელი დასაჩუქრდება. ტოპ ხუთ მომხმარებელს შორის მოსახვედრად მთავარია, რაც შეიძლება მეტჯერ გადარიცხო თანხა ფეიუნიქარდის Visa ბარათიდან ნებისმიერი ქართული ბანკის ბარათზე, ან მიიღო თანხა ნებისმიერი ქართული ბანკის ბარათიდან ფეიუნიქარდის Visa ბარათზე.
ალბათ გაინტერესებს, რა უნდა გაითვალისწინო იმისთვის, რომ აქციაში ჩაერთო. თუმცა, სანამ დეტალურ პირობებზე გადავალთ, გეტყვით, რომ აქცია გაგრძელდება 2024 წლის 31 იანვრის 23:59-ის ჩათვლით.
როგორც ზემოთ ვახსენეთ, აქციის ფარგლებში, p2p სერვისის მეშვეობით, ნებისმიერი ქართული ბანკის Visa ბარათიდან ნებისმიერ ბარათზე თანხის გადარიცხვა უფასოდ, საკომისიოს გარეშე შეგეძლება. ხოლო საჩუქრების აქციაში მონაწილეობას მიიღებს მინიმუმ 50-ლარიანი p2p გადარიცხვა, სადაც გადამრიცხავი ან მიმღები იქნება ფეიუნიქარდის ნებისმიერი ვიზა ბარათი, გარდა სითი მოლის სასაჩუქრე ბარათებისა. ამასთან, საჩუქრების აქციაში ჩაერთვება 24 საათში განხორციელებული ფეიუნიქარდის Visa ბარათიდან თანხის გადარიცხვის მაქსიმუმ 3 და ფეიუნიქარდის ვიზა ბარათზე თანხის მიღების მაქსიმუმ 3 ტრანზაქცია.
აქციის დეტალური პირობები:
- 24 საათის განმავლობაში განხორციელებული სამი გადარიცხვიდან თანხის მიმღები უნდა იყოს სამი სხვადასხვა ბარათი;
- იმ შემთხვევაში, თუ აქციის დასრულებისას რამდენიმე მომხმარებელს თანაბარი რაოდენობის ტრანზაქცია ექნება შესრულებული, უპირატესობა მიენიჭება გადარიცხული და/ან მიღებული თანხის მოცულობას;
- ბარათის ნომრით გადარიცხვის ერთჯერადი ლიმიტი 3 ათასი ლარი ან 1000 დოლარია, ხოლო დღიური ლიმიტი — 6 ათასი ლარი ან 2000 დოლარი;
- ტრანზაქციები დაითვლება არა მომხმარებლის, არამედ ბარათის ფარგლებში;
- ერთ მომხმარებელს მხოლოდ ერთი საჩუქრის მიღება შეეძლება. იმ შემთხვევაში, თუ პიროვნება ტრანზაქციებს რამდენიმე ბარათით ახორციელებდა, აქციაში მონაწილეობას მიიღებს ის ბარათი, რომლითაც მეტი ტრანზაქცია შესრულდა;
- თუ მომხმარებელმა არაკეთილსინდისიერი გზით სცადა აქციაში გამარჯვება, ორგანიზატორ კომპანიებს შეუძლიათ მისი დისკვალიფიკაცია.
- გამარჯვებულებს საჩუქრები აქციის დასრულებიდან ათი სამუშაო დღის განმავლობაში გადაეცემათ;
- აქციაში მონაწილეობის მიღება ეზღუდებათ ორგანიზატორი კომპანიის თანამშრომლებს.
ჩაერთე აქციაში ახლავე და მიიღე გამარჯვების მეტი შანსი.
კომენტარები