საქართველოში YouTube Premium ამუშავდა — იხილეთ ფასები
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
YouTube Premium და YouTube Music უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია — ამ სერვისებით სარგებლობას უკვე ჩვენს ქვეყანაშიც შევძლებთ.
ინდივიდუალური პაკეტი თვეში 17.49 ლარი ღირს. მასში შედის:
- ვიდეოები რეკლამის გარეშე;
- ვიდეოს ჩამოტვირთვა ინტერნეტის გარეშე საყურებლად;
- ვიდეოს დაკვრის პარალელურად აპლიკაციის ფონურ რეჟიმში გაშვება;
- შეუზღუდავი წვდომა მუსიკის სტრიმინგის სერვისზე YouTube Music.
გარდა ამისა პაკეტისა, არსებობს საოჯახო პაკეტი მაქსიმუმ 5 ადამიანისთვის. პაკეტით სარგებლობა სახლში 13 წელს მიღწეულ ხუთამდე ადამიანს შეუძლია. იგი თვეში 33.29 ლარი ღირს.
ამასთანავე, არის სტუდენტური პაკეტიც, რომელიც თვეში 10.29 ლარი ჯდება. იგი მხოლოდ სტუდენტის სტატუსის მქონე ადამიანებისთვის არის განკუთვნილი, სტატუსის დადასტურება კი წელიწადში ერთხელაა საჭირო.
საგულისხმოა, რომ YouTube Premium ამჟამად წლიურ პაკეტებს არ გვთავაზობს.
კომენტარები